უცხოეთი
ჯორჯ სოროსი „ავტორიტარიზმისკენ სვლის“ შესაჩერებლად 1 მილიარდს გაიღებს

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. მილიარდერ ჯორჯ სოროსის განცხადებით, ის გაიღებს 1 მილიარდ დოლარს საგანმანათლებლო პროგრამებისთვის, რომელიც შეებრძოლება ავტორიტარულ მთავრობებსა და კლიმატის ცვლილებას. სოროსის თქმით, ეს მოვლენები “ემუქრება ჩვენს ცივილიზაციას”. მილიარდერმა ამის შესახებ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

სოროსის განცხადებით, დააფინანსებს უნივერსიტეტების მსოფლიო ქსელს, რომელშიც მსურველებს საშუალება ექნებათ, დაკავდნენ სწავლებითა და გამოკვლევებით.

სოროსმა აგრეთვე ისაუბრა სი ძინპინზე, ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდიზე, ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროზე და დონალდ ტრამპზე. ამ უკანასკნელს სოროსმა „აფერისტი და ნარცისი“ უწოდა.

„კლიმატის კრიზისისა და მსოფლიო მასშტაბის უწესრიგობის გათვალისწინებით, არ იქნება გაზვიადება ვთქვათ, რომ 2020 და შემდეგი წლები განსაზღვრავენ არა მარტო სი ძინპინისა და ტრამპის, არამედ მთელი მსოფლიოს ბედს“, – განაცხადა სოროსმა.

სოროსის კრიტიკის ობიექტი აგრეთვე Facebook-იც გახდა: მისი თქმით, კომპანია იმუშავებს, რათა ტრამპი მეორე ვადით აირჩიონ, სანაცვლოდ კი ტრამპი მათ მუდმივად დაიცავს. სოროსმა აგრეთვე გააკრიტიკა Google-იც, რომელიც წინა წელს,  Facebook-თან ეთად, აზარტული თამაშის კომპანიებს შეადარა.