აქტუალური
სუს-ი ჩორჩანა-პერევის მონაკვეთზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის სრულყოფილი შესწავლა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისად რეაგირებს უკანონო მონიშვნებისა და შესაძლო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევაზე.

მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის სრულყოფილი შესწავლა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისად რეაგირებს უკანონო მონიშვნებისა და შესაძლო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) და საერთაშორისო პარტნიორებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, ხეების წითელი საღებავით მონიშვნის შემთხვევა წარსულშიც, 2016 წელს იქნა აღმოჩენილი.

საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 72-ე შეხვედრაზე. ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიციის შედეგად აღნიშნული განხილვის ფარგლებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უარყვეს კავშირი ხეებზე დატანილ მონიშვნებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა დავით ქაცარავამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ჩორჩანა-პერევის მიმართულებით, ტყეში საღებავებით მონიშნეს ადგილები, სადაც, სავარაუდოდ, გაზაფხულზე ახალ საოკუპაციო ღობეებს დაამონტაჟებენ.