სამართალი
სოციალურ ქსელებში დღეს გავრცელდა ცნობა, რომ „ქართული პარტიის“ თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძემ და ბადრი ბიწაძემ მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტში იჩხუბეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენში გაჩეჩილაძესთან ერთად კოკა გუნცაძე და ეროსი კიწმარიშვილიც იყვნენ.
ინფორმაცია პარტიის ლიდერების გერმანიაში ყოფნის შესახებ „ქართულ პარტიაში“ დაადასტურეს, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.