აქტუალური
NDI- ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 13 პროცენტი - „ნაციონალურ მოძრაობას“

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 14 პროცენტი პასუხზე უარს აცხადებს, კიდევ 14 პროცენტი ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს გამოკითხულთა 13 პროცენტი, 12-მა პროცენტმა არ იცის.

„ევროპულ საქართველოს“ ასახელებს რვა პროცენტი, ხუთი – „ლეიბორისტულ პარტიას“, ოთხი – „პატრიოტთა ალიანსს“; „პოლიტიკურ პლატფორმა – ახალ საქართველოსა“ და „დემოკრატიულ მოძრაობა – ერთიან საქართველოს“ სამ-სამი პროცენტი; „გირჩს“ – ორი პროცენტი, ხოლო სხვა პარტიებს ასევე ორი პროცენტი.

ავტორების ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „CRRC-საქართველო“. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.