პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ქალბატონო სალომე, შეიწყალეთ ვოვა არუთინიანი და ერთი კეთილი საქმით მაინც შეხვალთ ისტორიაში!

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. "ქალბატონო სალომე, “თქვენ დედა გყავთ”?! ვოვა არუთინიანის 78 წლის დედა — ქალბატონი აზა, დეზერტირის ბაზარში, ყინვაში და პაპანაქებსიცხეში, პარკებს რომ ყიდის, არ გეცოდებათ?! ერთი სიკეთე მაინც ქენით - შეიწყალეთ ეს კაცი, რომელმაც თავისი ცხოვრების საუკეთესო 19 წელი ციხეში უდანაშაულოდ გაატარა! მერწმუნეთ, ქართველ ხალხში არუთინიანი ვენზე ბევრად პოპულარულია და სააკაშვილზე ნაკლებ ენებს არ ფლობს, ანუ, პრეზიდენტად კენჭი რომ ყაროს, საქართველოში მას კონკურენტი არ ეყოლება!", — წერს თავის Facebook- გვერდზე «საქინფორმის» მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.