უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - ვეთანხმები, რომ ერთმა და იმავე პირმა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა ზედიზედ ორ ვადაზე მეტად არ უნდა დაიკავოს

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საზოგადოება განიხილავს დებულებას იმის თაობაზე, რომ ერთმა და იმავე პირმა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა ზედზედ ორ ვადაზე მეტად არ უნდა დაიკავოს. ვეთანხმები, თუმცა არ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი პრინციპული მნიშვნელობისაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური ასამბლეისადმი ყოველწიური მიმართვის დროს განაცხადა.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის მსურველებისთვის მთელი რიგი მოთხოვნები უნდა დაწესდეს, მათ შორის ის, რომ ისინი რუსეთში მინიმუმ 25 წლის მანძილზე უნდა ცხოვრობდნენ და არ ჰქონდეთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

interpressnews.ge