სამართალი
რაულ ხაჯიმბა 22 მარტს დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს აღარ იყრის

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. რაულ ხაჯიმბა 22 მარტს დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს აღარ იყრის. ამის შესახებ რუსულ სააგენტო „ტასს“ აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა ასლან ბარციცმა განუცხადა.

რაულ ხაჯიმბა არჩევნებზე კენჭისყრას არ აპირებს. ის თავისი ქვეყნის მოქალაქეა, რჩება თავის ქვეყანაში. ეს არ ნიშნავს, რომ ის უმოქმედოდ იჯდება, მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პროცესში, რათა ქვეყანაში იყოს წესრიგი და კანონიერება“, – განაცხადა ბარციცმა.

ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ რაულ ხაჯიმბამ 12 იანვარს განაცხადა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 იანვარს განმეორებითი „საპრეზიდენტო არჩევნების“ დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.