პოლიტიკა
მე ჩავკეტავდი საზღვარს და არ შემოვუშვებდი ირანის არც ერთ მოქალაქეს საქართველოში -მიხეილ სააკაშვილი

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ირანში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩავკეტავდი საზღვარს და არ შემოვუშვებდი ირანის არც ერთ მოქალაქეს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ირანიდან მასობრივი შემოსვლა ახლა არის საფრთხე.

ამ სიტუაციაში, რაც არის ირანში, პირველ რიგში ამ დღეებში ჩავკეტავდი საზღვარს და არ შემოვუშვებდი ირანის არც ერთი მოქალაქეს საქართველოში, რადგან ეს არის საფრთხე ქვეყნისთვის. მასობრივი შემოსვლა ირანიდან ახლა არის საფრთხე. ჩვენი უშიშროების სისტემას ახლა შეუძლია ტერორისტული საფრთხეების აღკვეთა? ახლა ყველაზე მარტივი,დაიზღვიო თავი და საზღვარზე არ შემოუშვა. ამ ეტაპზე ჩვენ ეს საზღვარი ირანის მოქალაქეებისთვის დროებით უნდა ჩავკეტოთ, ეს არ იწვევს არანაირ ეჭვს, ამისთვის არის სახელმწიფო. საზღვარს ახლა ვისთვის კეტავენ, კეტავენ პოლიტიკური დევნილებისთვის. საზღვარი ჩასაკეტია იმ ხალხისთვის, ვინც წარმოადგენს საფრთხეს. საჭიროა სულ სხვა ტიპის ლობირება. ტრამპმა რამდენჯერმე ახსენა ნატო-გაფართოება ახლო აღმოსავლეთისკენ და ეს არის ახალი შესაძლებლობა საქართველოსთვის. ტრამპმა იმოქმედა აბსოლუტურად სწორად და ადეკვატურად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.