უცხოეთი
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ერაყში სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროებიც არიან განლაგებული, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ერაყში, ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზაზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბაზას, სადაც ამერიკელი და უცხოელი კონტრაქტორები არიან განთავსებული რამდენიმე ჭურვი დაეცა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ერაყელი სამხედრო.

interpressnews.ge