უცხოეთი
ირანში მომიტინგეები უზენაესი ლიდერის გადადგომას ითხოვენ

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ისინი გვატყუებენ, რომ ჩვენი მტერი ამერიკაა, არადა ჩვენი მტერი აქვეა, ძირს დიქტატორი, - სკანდირებენ ირანში შეკრებილი მომიტინგეები, რომლებიც უზენაესი ლიდერის აითოლა ალი ხამენეისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების გადადგომას ითხოვენ.

იარნული საინფორმაციო სააგენტო ILNA-ს ინფორმაციით, პოლიციამ საპროტესტო აქციის დასაშლელად ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ ირანში მეორე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტი ირანის მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტის აღიარებას მოჰყვა, რაც ხელისუფლების მტკიცებით, „ადამიანური გადაცდომით“ იყო გამოწვეული. მომიტინგეები დამნაშავეების დასჯასა და უზენაესი ლიდერის აითოლა ალი ხამენეის გადადგომას ითხოვენ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტით გამოეხმაურა. ტრამპის მტკიცებით, ის ირანელი ხალხის „გამბედაობით შთაგონებულია“. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტი ირანის ლიდერებს მიმართავს და მოუწოდებს, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხელი არ აღმართონ : „ნუ მოკლავთ თქვენს მომიტინგეებს. თქვენს მიერ ათასობით ადამიანი უკვე მოკლული და დაპატიმრებულია. მსოფლიო გიყურებთ, რაც მთავარია, აშშ გიყურებთ,“ - წერს დონალდ ტრამპი.

interpressnews.ge