სამართალი
რაულ ხაჯიმბას „ადმინისტრაცია“ განმეორებითი არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ ეთანხმება „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ გადაწყვეტილებას განმეორებითი არჩევნების დანიშვნის თაობაზე და მის გასაჩივრებას აპირებენ. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ „პრეზიდენტის“ პრესსამსახურში განაცხადეს.

მათი განმარტებით, გადაწყვეტილება „საკასაციო კოლეგიის“ უსამართლო განსაზღვრების საფუძველზე მიიღეს.

ვაცხადებთ, რომ არ ვეთანხმებით მოცემულ გადაწყვეტილებას და ვაპირებთ მის გასაჩივრებას დადგენილ ვადებში“, - განაცხადეს პრესსამსახურში.

მათივე თქმით, აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ „ქვეყანას“ სტაბილიზაციის ძიების გზისგან აშორებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ განმეორებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 22 მარტისთვის გადაწყდა.