პოლიტიკა
საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ ისტორიის რთულ მომენტებში - ვლადიმირ ზელენსკი

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. ისტორიის რთულ მომენტებში საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მხარდაჭერისა და სამძიმრის გამო მადლობას უხდის.

საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ ისტორიის რთულ მომენტებში. მადლიერი ვარ გიორგი გახარიასი, მისი მხარდაჭერისა და სამძიმრის გამო“, – წერს ზელენსკი.

„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თეირანთან „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფით გამოწვეული ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა.