პოლიტიკა
„ოპოზიციური რვიანი“ დღეს, 28 მარტს, „ქართული აკადემიისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის (აოკ) წევრებს სამომავლო გეგმებს გააცნობს.
აღსანიშნავია, რომ ადრე ამგვარი შეხვედრა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გაიმართა, რომლებიც საარჩევნო გარემოს შესაცვლელად მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს ხუთი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
„რვიანის“ წარმომადგენელთა განცხადებით, „ასეთი შეხვედრები შემდგომშიც გაგრძელდება და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საზოგადოების სხვადასხვა ფენის, მედიის, ექსპერტთა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან“.