პუბლიკაციები
გვარამია-გაბუნიას არხი ირანის თემაზე «ფეიკებს» ავრცელებს და საქართველოში პანიკას სთესს

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი.

«მთავარად» თვითგამოცხადებული, პირდაპირ ეთერში ბილწსიტყვაობით ცნობილი გვარამია-გაბუნიას წყვილის სატელევიზიო არხი აგრძელებს «ფეიკების» ანუ სიცრუის ტირაჟირებას და ცდილობს, საქართველოში მღელვარება და პანიკა გამოიწვიოს.

ამის ნათელი მაგალითია სიუჟეტი, რომელიც თითქოს ირანის მოქალაქეთა მოზღვავებას ასახავს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე. გვარამია-გაბუნიას ჟურნალისტი ქალი დგას აეროპორტში, ვიდეოზე აფიქსირებს რამდენიმე ირანელ მგზავრს, რომლებსაც დიდი ჩემოდნები და ზედმეტი ბარგი ჩამოაქვთ თბილისში და ამით ასკვნის, რომ თბილისს ირანელი ლტოლვილები მოაწყდნენ, თითქოს ირანში არასტაბილობაა და ასე შემდეგ. ერთი არაირანელიც ალაპარაკეს, რომელიც თბილისში თეირანიდან ჩამოფრინდა.

რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად დაბალი დონის ჟურნალისტიკა, რომელიც საქართველოს მასმედიას ისედაც ახასიათებს, მაგრამ აქ აშკარად აღინიშნება დეზინფორმაციისა და,ამ გზით, ქვეყანაში პანიკის თესვის მცდელობის ნიშნები. ჩვენ ერთი თვალის შევლებით კი ვამჩნევთ, სად არის სიმართლე და სად — პროვოკაცია, თუმცა საქართველოში სოციალური, დემოგრაფიული, მორალურ-მენტალური და კიდევ ათასი სხვა პრობლემით გაჭირებულმა ადამიანებმა, ცხელ გონებაზე, შეიძლება, სწორად ვერ აღიქვან რეალობა. სწორედ ამგვარ დეზინფორმაციასა და ტყუილს უნდა ებრძოდეს სახელმწიფო, ნაცვლად «ფეისბუკში» გამართული ტინგიცობისა.

«ნიუსფრონტი-საქართველო»