უცხოეთი
ვლადიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინა ბოინგ-737-ის კატასტროფის რამდენიმე ვერსიას განიხილავს

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, მთავრობა ბოინგ-737-ს კატასტროფის რამდენიმე ვერსიას განიხილავს. სატელევიზიო მიმართვის დროს, ზელენსკიმ მოსახლეობას სთხოვა თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან.

„უკრაინისთვის პრიორიტეტია დაადგინოს თვითმფრინავის კატასტროფის გამომწვევი მიზეზები. ჩვენ აუცილებლად დავადგენთ სიმართლეს. ამ მიზნით ჩატარდება დამოუკიდებელი გამოძიება, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობასთან იქნება შესაბამისობაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ის ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გამართავს, რადგან გამოძიების პროცესში მოხდეს ირანულ მხარესთან თანამშრომლობა.

შეგახსენებთ, გუშინ ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა - 176 ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.

interpressnews.ge