პოლიტიკა
ევროპაში სააკაშვილის ტირანიის წინამდეგ შალვა ნათელაშვილმა საპროტესტო აქცია გამართა

natelashvili_venashiროგორც გუშინ, 26 მარტს გამართულ ბრიფინგზე ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ განაცხადა,საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა გუშინწინ,ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის (ეუთო)-ს ორგანიზაციის შტაბ- ბინასთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელშიც მონაწილებდნენ ავსტრიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მრავალრიცხოვანი ჯგუფი ავსტრიელი მოქალაქეებისა.

მიტინგის მონაწილეები ერთსულოვანი მხარდაჭერით და ემოციებით შეხვდნენ საპროტესტო აქციის მთავარ მოთხოვნას - საქართველოში სააკაშვილის ერთპიროვნული და ერთპარტიული დიქტატურის დასრულებისა და მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას.

საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ გარე საქართველომ გაიღვიძა და რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის შიგნით და გარეთ ერთსულოვნად და ღირსეულად დაასრულებენ მრავალწლიან ბრძოლას   თავისუფლებისათვის, სოციალური სამართლიანობისათვის, ბრძოლას შიშისა და ძალადობის წინააღმდეგ.

აქციის დასასრულს,სპეციალური მიმართვა გადაეცა ეუთოს გენერალურ მდივანს ხელისუფლების შეცვლისა და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით, რაშიც ამ ორგანიზაციამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს.

საგანგებოდ აღვნიშნავთ, რომ საპროტესტო აქცია ვენაში გაგრძელებაა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქებში და პოლიტიკურ ცენტრებში ორგანიზებული და ჩატარებული საპროტესტო აქციებისა, მათშორის: ვაშინგტნონში – თეთრსახლთან, ათენში – სინდანგმისა და ომონიის მოედანზე, ბერლინში – ცენტრალურ მოედანზე, სტრასბურგში –ადამიანის უფლებათადაცვის ევროპის სასამართლოს წინ და სხვ. მაგრამ,ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ვენაში,ეუთოს შტაბ-ბინის წინ გამართული საპროტესტო აქციის მნიშვნელობას, რადგან საქართველოს მთავარი ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიისა და საქართველოს მოქალაქეების იქ გაჟღერებული პოლიტიკური მოთხოვნები და ემოციები გახლავთ პირდაპირი პოლიტიკური სიგნალი გაგზავნილი ერთდროულად ევროპის, ამერიკისა და ცენტრალური აზიის,ეუთოს წევრ 50-ზე მეტი ქვეყანის სახელმწიფო მეთაურებისადმი და პოლიტიკური ხელმძღვანელებისადმი..

ვენის საპროტესტო აქციაზე მთელი პრინციპულობით გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფობრივი მთლიანობის აღდგენის სახითხი, რის შესახებაც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ბატონმა ალექსანდრე სანდუხაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა და საგანგებო მიმართვა ეროვნული მოძრაობის სხვა წარმომადგენლების ხელმოწერით გადასცა ეუთოს ხელმძღვანელობას.

აღსანიშნავია, რომ ვენაში გამართული მიტინგის მონაწილეები მყისიერად გამოეხმაურნენ გუშინწინ, ყაზბეგის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო დაპატიმრების ფაქტს და მოითხოვეს მსახიობ გია ბურჯანაძისა და აქციის სხვა მონაწილეთა დაუყოვნებლივი გათავისუფლება, ასევე, მკაცრად მოითხოვეს რეჟიმის დილეგებიდან პოლიტ-პატიმართა და უკანონო პატიმართა უპირობო გათავისუფლება.

აქციას აშუქებდნენ ავსტრიის საინფორმაციო საშუალებები.

დღეს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სამშობლოში დაბრუნდება.

www.labour.ge