აქტუალური
ერაყის მიერ აშშ-ის სამხედროების გაძევების შემთხვევაში, ვაშინგტონი ბაღდადისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას აპირებს

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. ერაყის მიერ აშშ-ის სამხედროების გაძევების შემთხვევაში, ვაშინგტონი ბაღდადს უმკაცრეს სანქციებს დაუწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს ერაყში ძვირადღირებული ავიაბაზები აქვს, რომლის აშენება მილიარდობით დოლარი დაუჯდა და ამერიკელი სამხედროები ერაყიდან არ გავლენ, ვიდრე ბაღდადი ბაზების აშენების საფასურს არ გადაიხდის.

ჩვენ ისეთ სანქციებს დავაწესებთ, რაც აქამდე არასდროს უნახავთ. ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ამასთან შედარებით მსუბუქად გამოჩნდება. თუ რამე სახის მტრობა იქნება და მათი საქციელი ჩვენი მხრიდან შეუსაბამოდ ჩაითვლება, ჩვენ ერაყს სანქციებს დავუწესებთ, ძალიან დიდ სანქციებს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის ფარგლებში, ერაყში 5 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

5 იანვარს, ერაყის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ქვეყნიდან უცხოელი სამხედროების გაყვანას ითხოვს.