რელიგია
ილია მეორე და ეპისკოპოსი იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილს შეხვდნენ

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. ცხინვალის ტყვეობიდან დახსნილი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, თავის ოჯახთან ერთად, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას ბოდბის ეპისკოპოსის, იაკობის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.

დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მიიღო“, – წერია ეპისკოპოს იაკობის ფეისბუქგვერდზე.

რუსმა სამხედროებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას ცხინვალის სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის კვეთის ბრალდებით. პატიმრობიდან ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.