პუბლიკაციები
გამარჯვების დღის ზეიმი მოსკოვში დიდი ხანია, გადაქცეულია უპატარძლო ქორწილად! - გულბაათ რცხილაძე

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. ევრაზიის ინსტიტუტის და ”საქართველოს უკვდავი პოლკის” ხელმძღვანელი, ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე თავის Facebook გვერდზე წერს:

”მირეკავენ პოსტ-სოვკის ჟურნალისტები, მთხოვენ ინტერვიუ მივცე, შემდეგ კი არ აქვეყნებენ - სიმართლე ხომ მწარეა. აი ბოლო მაგალითი: ერთი ძალიან დიდი რუსული სააგენტო მისვამს კითხვას: "უნდაგაემგზავრონ თუ არა საქართველოს ხელმძღვანელობის მაღალჩინოსნები მოსკოვში გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავად?" ჟურნალისტის მოლოდინია, რომ დავიწყებ მონოტონურად იმის თხრობას, თუ რა კარგი იქნებოდა ეს.

მაგრამ ჩემი პასუხია: ”არა, ისინი არ უნდა გაემგზავრონ. იმიტომ, რომ არა მხოლოდ არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის, არამედ საქართველოს მხრიდანაც არ არსებობს არანაირი სურვილი, რომ დაიწყოს მოძრაობა ამ ურთიერთობების აღდგენისკენ. უფრო მეტიც, არ არსებობს ნორმალური დიალოგის წარმართვის სურვილიც, პენსიონერთა კლუბად გადაქცეული “აბაშიძე-კარასინისა“ და აშკარად კონტრპროდუქტიული ჟენევის ფორმატის“ ნაცვლად. საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების გამოჩენა მოსკოვში გამართულ აღლუმზე იქნებოდა თვალთმაქცობა და დიპლომატიური ნონსენსი.

თუმცა არსებობს კიდევ ერთი, ალბათ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაც. გამარჯვების დღის ზეიმი მოსკოვში დიდი ხანია, გადააქციეს უპატარძლო ქორწილად. რუსეთის ოფიციოზი სამარცხვინოდ ერიდებ მაღლესი თავარსარდლის დამსახურებების მოხსენიებას გამარჯვების მიღწევაში. უმაღლესი მთავარსარდლის გარეშე კი არ არსებობს გამარჯვება. და მისი სახელი სტალინი - ფრჩხილებში - ჯუღაშილი. ეს ქართული გვარია. ამიტომ, ქართველებს არაფერი ესაქმებათ ასეთ დღესასწაულზე!”.

პირადად ჟურნალისტს ჩემი პასუხი ძალიან მოეწონა, მაგრამ ვუწინასწარმეტყველე, რომ მასალას არ გაუშვებდნენ. ასეც მოხდა. სიტყვის თავისუფლება რუსეთში იგივეა, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა სხვა რესპუბლიკაში. ასევე დამირეკეს აზერბაიჯანიდანაც, ასევე დიდი სააგენტოდან კომენტარის გაკეთება მთხოვეს და ზეწოლას ახდენდნენ, რომ სომხეთი ცუდად წარმომეჩინა. ეს არ გავაკეთე, ისევე, როგორც არ ვიტყოდი აუგს აზერბაიჯანზე რომელიმე სომეხი ჟურნალისტის გულის მოსაგებად. მოსაზრება არ გამოქვეყნებულა".