უცხოეთი
დონალდ ტრამპი ფხენიანის „საშობაო საჩუქარზე“ - შესაძლოა, კიმ ჩენ ინმა რაკეტების გამოცდის ნაცვლად ლამაზი საყვავილე გამომიგზავნოს

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა ჩრდილოეთ კორეის მიერ გამოგზავნილ ნებისმიერ „საშობაო საჩუქარს“ წარმატებით გაუმკლავდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფხენიანის მუქარაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ვნახავთ, რა სიურპრიზი იქნება და ძალიან წარმატებით გავართმევთ თავს. ვნახავთ, რა მოხდება. შესაძლოა, ეს მშვენიერი საჩუქარიც იყოს და მან [კიმ ჩენ ინმა] რაკეტების გამოცდის ნაცვლად ლამაზი საყვავილე გამომიგზავნოს,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ფხენიანი ვაშინგტონს „საშობაო საჩუქარს" უმზადებს. აშშ-ში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეა გრძელი დიაპაზონის რაკეტის გამოცდისთვის ემზადებოდეს.

interpressnews.ge