საზოგადოება
აშშ-ში მამაკაცს ლგბტ დროშის დაწვის გამო, 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ში მამაკაცს ლგბტ დროშის დაწვის გამო, 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აიოვას შტატში შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა.

ქალაქ ეიმსში 30 წლის ადოლფო მარტინესი ღამის კლუბში შეღწევას ცდილობდა და იქ მყოფ პირებს ემუქრებოდა, თუმცა უსაფრთხოების წარმომადგენლებმა ის ღამის კლუბიდან გააგდეს. სწორედ ამის შემდეგ მარტინესი ქალაქში არსებულ ეკლესიასთან მივიდა, იქიდან ლგბტ დროშა მოიპარა და ღამის კლუბთან დაბრუნდა, რის შემდეგაც კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დროშა დაწვა. ამასთან ერთად, მარტინესი ახლომდებარე ბარის გადაწვითაც იმუქრებოდა.

ადოლფო მარტინესი ჟურნალისტებთან საუბარში გამოტყდა, რომ აღნიშნული ქმედება ჰომოფობიური მოტივებით ჩაიდინა. აიოვას შტატის სასამართლომ ის სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულსა და რეციდივიზმში დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.