საქართველო, XIII საუკუნე. ძველი ლეგენდის თანახმად, ქართველები შეიტყობენ, რომ უახლოეს მომავალში მათზე თავდასხმას აპირებენ მტრები, რომელთაც სურთ მთლიანად გაანადგურონ მათი ლამაზი ქვეყანა და თავად ისინი უუფლებო მონებად აქციონ. სურამში, რომელზეც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზები გადის, ისინი ცდილობენ ააშენონ უზარმაზარი ციხესიმაგრე, რათა საქართველო უცხო დამპყრობლებისგან იხსნან. მაგრამ ყოველ ჯერზე ციხის კედლები, რომლებიც ეს-ესაა მიაღწიეს გარკვეულ დონეს, უცნობი მიზეზის გამო ინგრევა. მკითხავის წინასწარმეტყველებით, კედლები გაუძლებს, თუ ერთ–ერთ მათგანში ჩააყოლებენ ულამაზეს, მაღალსა და ცისფერთვალება ქართველ ჭაბუკს. და ასეთი ჭაბუკი გამოიძებნა - კეთილშობილი ზურაბი თანახმაა, თავი შეიწიროს საკუთარი ხალხის გადარჩენას! ახალგაზრდის თავდადებული საქციელის წყალობით ციხის მშენებლობა წარმატებით დასრულდა და მისი დანგრევა უკვე შეუძლებელია.
მაგრამ რის გამო ასრულებენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით ახალგაზრდა ქართველი გოგო-ბიჭები 21-ე საუკუნეში? და რატომ არ არის სუიციდის შემთხვევები არაქართული ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს შორის - ახალგაზრდა აზერბაიჯანელებს, სომხებს, აფხაზებს, ოსებსა და სხვა ეთნოსებს შორის, თუმცა ისინი ქართველებზე უკეთ როდი ცხოვრობენ? რატომ არ ხდება ეს ჩვენს მეზობლებთან - აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთსა და რუსეთში? სამაგიეროდ, საქართველო დასავლეთს უფრო დაუახლოვდა - თუ ადრე თავზარდაცემული ვუყურებდით ტელევიზორში, თუ სადღაც იქ, ევროპასა და აშშ-ში, როგორ იკლავდნენ სკოლის მოსწავლეები თავს, ხოცავდნენ თანაკლასელებს და მასწავლებლებს, და გულში გვიხაროდა, რომ ასეთი უბედურება არასდროს დაგვემუქრებოდა, ახლა თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ: ”მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი!”.
გასულ კვირას, არასულწლოვანი ლუკა სირაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების შედეგად. ძმები სირაძეები ოჯახში იზრდებოდნენ მარჩენალის გარეშე და ამიტომ ძალიან უჭირდათ, მაგრამ კერძო სკოლის დირექციამ, სადაც ლუკა სწავლობდა, უარი უთხრა ობოლს სწავლის საფასურის გადავადებაზე და ისიც იძულებული გახდა, თავის ამხანაგებს დამშვიდობებოდა. ღამით მან შეაღწია თავის ყოფილ სკოლაში და კედლებზე საღებავით დაწერა: „ამ ცხოვრების დედაც!“, რის შემდეგაც დირექციამ მოითხოვა ზარალის ანაზღაურება და ბიჭი პოლიციას გადასცა. სისატიკით ცნობილი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომლის ხელში ლუკა მოხვდდა, სააკაშვილის რეჟიმის ტიპიური პროდუქტი იყო და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც კი იყო ნახსენები, როგორც აღიარებების პრესინგით მომპოვებელი. მიკერძოებით დაკითხვის შედეგად, ლუკა, რომელსაც ჩოლოიანი და პოლიციის სხვა თანამშრომლები, სხვა რამეებთან ერთად, ძმისთვის - სამხედრო აკადემიის მსმენელისთვის. პრობლემების შექმნით დაემუქრნენ, მე -9 სართულიდან გადახტა, ხოლო თანაკლასელმა, რომელიც მასზე მიუთითებდა, ვენები გადაიჭრა, ვერ გაუძლო რა დაპირისპირებას. ძლიერი სტრესი მიიღეს ლუკას სხვა თანაკლასელებმაც, რომლებიც პოლიციის განყოფილებაში ჯვარედინ დაკითხვას დაექვემდებარნენ...
მაგრამ განა მატერიალური სირთულეები საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ თავი მოიკლა? ნუთუ დღეს საქართველოშუ იმდენად ბნელა, რომ ბავშვები სიმართლეს ვერ აღწევენ და დახმარებას არსაიდან ელიან?! ნუთუ ქართველი მოზარდები, რომლებმაც ამოწურეს ყველა შესაძლებლობა და უფროსების ყურადღება დააკლდათ, მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმას - თვითმკვლელობას?! როდის მოასწრეს 15 წლის ლუკა სირაძემ და მისი თანატოლებმა ისეთი იმედგაცრუება ამ ცხოვრებისგან, რომ კედლებზე უფროსებს ანდერძს უწერდენ: "ამ ცხოვრების დედაც!", "სისტემა კლავს!"? ვინ აწყენინა მათ ასე ძალიან? წერენ ქუჩებში და ცივ ღამეებში იჭრებიან შენობებში, რისკავენ საპატიმროში მოხვედრას იმის ნაცვლად, რომ თბილ ლოგინში ტკბილად იძინონ? რატომ არ ეკითხებიან ნორჩი გოგო-ბიჭები რჩევებს უფროსებს, როდესაც მათი აზრით, უიმედო ვითარებაში ხვდებიან? რატომ არ უზიარებენ ისინი თავიანთ პრობლემებს მშობლებს, მასწავლებლებს, მღვდლებს, და გადადგამენ შეუქცევად ნაბიჯს? ნუთუ ყველაფერში დამნაშავე კვლავაც ”ჩვენს ცნობიერებაში აღმართული კედლებია, რომლებიც ჩვენი შიშის გარდა არაფერია”?
ლუკა სირაძის თვითმკვლელობა ბოლო დღეებში მესამე შემთხვევაა. "გიღირდათ სიცოცხლე კედლად" - დაწერა 17 წლის გოგომ აბაშიდან და თავი ჩამოიხრჩო, თავი ჩამოიხრჩო ბათუმში 23 წლის ბიჭმაც, როგორც ამბობენ, მატერიალური გაჭირვების გამო. გამოდის, რომ მიზეზი გაჭირვებასა და გარდატეხის ასაკში როდია, ისევე, როგორც თანამდებობის პირების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დაუდევრობის არა ცალკეულ შემთხვევებში. ჩვენ საქმე გვაქვს დასავლეთიდან საქართველოში შემოტანილ საშინელ ეპიდემიასთან, რომელიც ყოველდღიურად ვრცელდება და რომელსაც ვერ უმკლავდებიან საქართველოში მოქმედი ფიქტიური ინსტიტუტები, ისეთი, როგორიცაა სახალხო დამცველის, სახელმწიფო ინსპექტორის, სკოლებში მანდატური სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი მონიტორინგის სამსახურისა.
საქმე ისაა, რომ საქართველოში დღემდე ფუნქციონირებს ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული სააკაშვილის სისტემა, რომლის მთავარი ამოცანაა უფროსი და 21-ე საუკუნეში დაბადებული თაობების ერთმანეთთან დაპირისპირება, რათა გაწყდეს კავშირი ბავშვებსა და მშობლებს შორის, ამ უკანასკნელთა ტოტალური დისკრედიტაციით, და მათ შორის ყრუ კედელი აღიმართოს.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართველები უდიდეს პატივს სცემდნენ თავიანთ წინაპრებს და განსაკუთრებით თავს ევლებოდნენ მშობლებს, ამაყობდნენ მყარი ქართული ოჯახებითა და თავისი ეროვნული ტრადიციებით, ქართული ისტორიითა და კულტურით, რომელიც განუყოფლად უკავშირდებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. სწორედ ამიტომ საქართველო დაექვემდებარა მიზანმიმართულ გლობალიზაციას შემდგომი ოკუპაციის მიზნით: დაიქირავა რა დიდი ფულის სანაცვლოდ მენეჯერების - სამშობლოს მოღალატეების ჯგუფი სააკაშვილის მეთაურობით (როგორც უწინ რუსეთში - გორბაჩოვი და მისი გუნდი), დასავლეთმა მათი ხელით მოახვია თავს ახალგაზრდა თაობას ”ცივილიზებული მოწინავე დემოკრატიული ფასეულობები”, რომლებსაც „დასავლური“ ეწოდა, ქართული ეროვნულის სანაცვლოდ, რომლებიც გამოცხადდა ”ტოტალიტარული კომუნისტური წარსულის გადმონაშთად”, ”ბოროტების მსოფლიო იმპერიისგან - მტერი, აგრესორი და ოკუპანტი რუსეთისგან" რომ მომდინარეობს. ყველა, ვინც ამის უარყოფას და საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობდა, გამოცხადდა ჩამორჩენილ "სოვოკებად", "კრემლის აგენტებად" და "რუსეთის რბილ ძალად", "კოლაბორაციონისტებად, რომელთა ხელითაც მოსკოვი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ". ეს "სამშობლოს მოღალატეები" საზოგადოებისგან განკვეთილად იქცნენ, მათ ათავისუფლებდნენ სამსახურებიდან და ციხეებში ყრიდნენ, "სამშობლოს მოღალატეებად" გამოცხადეს ასევე რუსეთში მილიონიანი ქართული დიასპორა.
ასე ხდებოდა ბავშვების ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის ტრავმირება, ნორჩ ქართველებს სიამაყესა და გამბედაობას ართმევდნენ, აჭრიდნენ ფესვებს: მათი მშობლები თურმე საბჭოთა რეჟიმის სამარცხვინო მონები იყვნენ, რომელთა შვილებსაც, იუვენალური კანონების თანახმად, შეუძლიათ ჩამოართვან მათ მშობლის უფლებები და ციხეშიც ჩასვან! ”მიიღეთ სოროსის გრანტები, დალიეთ კოკა-კოლა და ბუჩქებში დაკავდით სექსით, კიდევ რა არის საჭირო ბედნიერებისთვის?!”, - ღიად მოუწოდებდა თინეიჯერებს სააკაშვილი, რომელმაც ქართული ინტელიგენცია ”წითლად, უნიტაზში ჩასარეცხად“ გამოაცხადა. ”ქართული სახელმწიფოს ისტორია ჩემგან იწყება, მანამდე კი ქართველები იყვნენ კლოუნები კეპებსა და ჩოხებში, რომლებიც კარგად ცეკვავდნენ და სადღეგრძელოებს წარმოთქვამდნენ - მეტი არაფერი იცოდნენ!”, - შმაგობდა პრეზიდენტი - რეზიდენტი, რომელმაც თანამოქალაქეების დასააშინებლად გამოაცხადა ლოზუნგი “ნულოვანი ტოლერანტობა! ყველანი - ციხეში!”. და გმირ ბაბუებსა და ბებიებს, რომლებმაც მსოფლიო ფაშიზმისგან გადაარჩინეს, და რომლებიც საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ასეული დარჩა, აუკრძალეს წმინდა გიორგის ბაფტიანი ორდენების ტარება, რადგან “გერმანია, თუნდაც ნაცისტური, არის ნანატრი ევროპა!“... კონსტიტუციაში შეიტანეს კანონი - ”თავისუფლების ქარტია”, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკას ფაშისტურს უტოლებდა, ხოლო სტალინს - ჰიტლერს! მოსწავლეთა სწავლება დაიწყეს სახელდახელოდ გაყალბებული ისტორიის სახელმძღვანელოებით, მაგრამ არ დაუხოციათ რუსი ტურისტები, ინვესტორები და იმპორტიორები - პირიქით, მათ მოიწვიეს და მიყიდეს ყველაფერი, ჩურჩხელებით დაწყებული, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტებით დამთავრებული! ამის შემხედვარე, როგორ არ გაგიჟდნენ ჩვენი ბავშვები, როგორ გაარკვიონ, როდის არის რუსი მტერი და როდის - არა?!
ასე უნერგავდნენ არასრულფასოვნების კომპლექსსა და მსხვერპლის ფსიქოლოგიას ქართველ ბავშვებს: უნერგავდნენ, რომ მეზობლად 150 მილიონი მტერი ცხოვრობს, რუსები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ხოცავდნენ ქართველებს და იპყრობდნენ მათ მიწებს, მაგრამ ქართველები ვერასოდეს შეძლებენ მათ დამარცხებას, ამიტომ რუსები ყოველთვის გააკეთებენ იმას, რაც მოეპრიანებათ! კონსტიტუციაში შეიტანეს კანონები - „პატრიოტის აქტი“ და „ოკუპაციის შესახებ“, ასევე ნატოში ქართველი ხალხის უალტერნატივო მისწრაფების შესახებ ჩანაწერი და გახსნეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმები.
კიდევ, ქართველ ბავშვებს ჩაუნერგეს, რომ პატრიოტიზმი, მართლმადიდებლობა, ჰეტეროსექსუალური ორიენტაცია და ტრადიციული ქორწინება ჩამორჩენილი ბრბოს, საბჭოთა გადმონაშტებისა და რუსი ოკუპანტების ფსიქოლოგია: „უმრავლესობა ვალდებულია იცხოვროს უმცირესობათა პოლიტიკური, სექსუალური, ეროვნული და რელიგიური წესის მიხედვით! სწორედ ესაა დასავლური დემოკრატიის არსი!“. კონსტიტუციაში შემოიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი უმცირესობათა უფლებების ექსკლუზიური დაცვის შესახებ უმრავლესობის უფლებების საზიანოდ, და არ უთქვამთ, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, არც ევროპასა და არც აშშ-ში ასეთი კანონი არ არსებობს, და რომ პატრიარქი ილია II კატეგორიული წინააღმდეგი იყო პარლამენტში მის განხილვისა. ”უმცირესობაში ყოფნა მაგარია, ყველასგან განსხვავებული ნიშნავს, რომ პროგრესული ხარ. თუნდაც მოთამაშე და ნარკომანი იყო! ინდივიდის უფლებები და თავისუფლება ხალხის ინტერესებზე მაღლა დგას! ”, - შთააგონეს ჩვენს შვილებს. მაგრამ განა დამნაშავეები - მკვლელები, მოძალადეები და ქურდები - ასევე უმცირესობას არ წარმოადგენენ?! მაშ, დავიცვათ ისინიც კანონმორჩილი უმრავლესობის უფლებების საზიანოდ?!
ჩვენ, ქართველებმა, ჩვენი შვილები დავხოცეთ, როდესაც კერძო სკოლების სისტემა შევქმენით, მოქალაქის პიროვნების ჩამოყალიბება ბიზნესად გადავაქციეთ და მოზარდის ფსიქიკის ფორმირება დილეტანტებს მივანდეთ. ჩვენ გავჩუმდით, როდესაც სოროსმა რეჟიმის განათლების მინისტრად ”უცხოპლანეტელი” ლომაია დანიშნა, რომელმაც სიტყვა ”ბავშვი” ორი შეცდომით დაწერა! საქართველოში თითქმის ყველა კერძო სკოლის მფლობელი „ნაციონალია“ - სააკაშვილის ყოფილი მაღალშინოსნები და “ნაცმოძრაობის" მომხრეები, რომლის მმართველობის დროსაც მშიერ მოზარდებს 10 წლით აპატიმრებდნენ ერთი პურის მოპარვისთვის, შემდეგ კი ციხეებში აწამებდნენ - ცოცხებს უკანა ტანში ურჭობდნენ და ამის ვიდეოს იღებდნენ!
მაგალითისათვის ავიღოთ რამდენიმე ცნობილი კერძო სკოლა თბილისში და ვნახოთ, ვის ეკუთვნის ისინი:
"ევროპული სკოლა" - მფლობელები არიან "ნაცმოძრაობის" გამოჩენილი წარმომადგენლები - სააკაშვილის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და მისი ძმა - პარლამენტარი დავითი;
„მწვანე სკოლა” (რომელშიც ლუკა სირაძე სწავლობდა) ეკუთვნის „ნაცმოძრაობის“ ერთ – ერთი მთავარ ლიდერ ნუგზარ წიკლაურსა და სააკაშვილის რეჟიმის პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს;
”ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული სკოლა”- ეკუთვნის სააკაშვილის კარის ბანკირ მამუკა ხაზარაძეს, რომელიც ახლახან დაარსა ოპოზიციური პარტია „ლელო“;
"ნიუტონის სკოლა" - ეკუთვნის მის დირექტორ ვახო მეგრელიშვილს, „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე შექმნილი პარტია „გირჩის“ "სახეს",
„ქართულ-ამერიკული სკოლა“, ისევე როგორც რამდენიმე კერძო კოლეჯი და უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, სააკაშვილის დედას, გიული ასასანიას ეკუთვნის.
და განა ჩვენ არ მოვკალით ბავშვები ჩვენი უნდობლობით, როდესაც მათი მეთვალყურეობის მანდატი მანდატურებს გადავეცით, თითქოსდა, სკოლა - ციხე, სკოლის მოსწავლეები კი პოტენციური დამნაშავეები ყოფილიყვნენ?! და რა, განა ამის შემდეგ სკოლის მოსწავლეებმა დანაშაულის ჩადენა შეწყვიტეს? პირიქით, მასობრივი ხასიათი მიიღეს! განა ასეთ რამეს შევესწრებოდით საბჭოთა სკოლაში, როდესაც ჩვენი შვილები მარტოსული არ იყვნენ ოქტომბრელების, პიონერებისა და კომკავშირის წევრთა შორის?! მე არ მოვუწოდებ ამ ორგანიზაციების აღდგენისკენ, მაგრამ განა მანდატურების ნაცვლად უკეთესი არ იქნებოდა, სკოლებში სასულიერო პირები გაეგზავნათ, რათა ჩვენს შვილებს ასწავლონ, რომ თვითმკვლელობა არის შეუდარებლად დიდი ცოდვა, ვიდრე მკვლელობა, რომ ცხოვრება მშვენიერია და რომ ის თავად ღმერთის ნაწილია თითოეულ ჩვენგანში, ამიტომ, თვითმკვლელობით, ჩვენ თავად ღმერთს ვკლავთ?! რატომ უნდა იყვიროს ამის შესახებ "ქართული მარშის" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ, ხელისუფლებამ კი ხელუხლებლად დატოვოს სააკაშვილის სისტემა?!
ჩვენ, ქართველებმა, თავად დავხოცეთ ჩვენი შვილები, როდესაც მათ იმედი და რწმენა წავართვით! როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გარეწრები კგბ-ს აგენტს, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პედერასტებისა და რუსი ჯაშუშების თავშესაფარს ეძახდნენ და ჩვენ ყველამ კრინტი არ დავძარით! არცერთი სხვა ერი არ აპატიებდა ნაკლებ შეურაცხყოფასაც კი მათი სულიერი ლიდერის მიმართ, არცერთი ერის შვილები დაავადებული არ არიან ისეთი ცინიზმითა და ნიჰილიზმით, როგორც ქართველი! არც ერთ ქვეყანაში არ გამოდის მყრალი წიგნები, რომლებიც ინცესტს, ერთსქესიანთა ქორწინებას, დეფეკაციის პროცესსა და მშობლების ბილწ შეურაცხყოფას ადიდებენ ამაზრზენი გამოთქმებით, რომელთა ავტორებსაც ყოველწლიურად ენიჭებათ ლიტერატურული პრემიას „საბა“, ზემოაღნიშნული ერთ–ერთი პრესტიჟული სკოლის მფლობელმა - გამსკდარი „ანაკლიის“კონსორციუმის დირექტორმა ხაზარაძემ რომ დააწესა ...
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 23 დეკემბერი
საქართველო, თბილისი