უცხოეთი
საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ასევე გაიმართება მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში.
ვიზიტის ბოლოს დაგეგმილია უკრაინისა და აზერბაიჯანის ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია.
1tv.ge