სამართალი
ექსკლუზიური კადრები თუ როგორ დაასხეს პარლამენტში მომწამვლელი ნივთიერება ბოკერიას პარტიის დეპუტატებმა (ვიდეო)

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები და მათი ადგილი ქუჩის პოლიტიკაშია, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ხუთშაბათს უცნაური სუნის გამო პარლამენტის სხდომა შეწყდა და დეპუტატების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა (ვიდეო იხ. აქ). მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ოპოზიცია „ქიმიურ შეტევაში“ დაადანაშაულა. ოპოზიცია ბრალდებებს უარყოფს.

სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ, შემდგომ ამ ხსნარის გაფრქვევის თემა რომ გადაფარონ, გამოსვლის ენაზე დაიწყებენ საუბარს. ესენი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური ხულიგნები, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, რა არის ქუჩის პოლიტიკა და რა არის საპარლამენტო პოლიტიკური პროცესი. მათ ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასობაში საქართველოს შსს-მ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და დაიწყო გამოძიება ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე ზიანის მიყენების მუხლით, რაც სამიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.