უცხოეთი
მინსკში, ბელარუსისა და რუსეთის ინტეგრაციის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. მინსკში, ბელარუსისა და რუსეთის ინტეგრაციის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა.

მინსკის მთავარ მოედანზე დაახლოებით 600 ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებს ხელში ეროვნული დროშები და ტრანსპარანტები ეჭირათ წარწერით „არ მოგცემთ ყირიმის სცენარის განმეორების უფლებას“.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას სოლიდარობა გამოიჩინონ ბელარუსის მიმართ და საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას სანქციები დაუწესონ.

მიუხედავად იმისა, რომ აქცია სანქცირებული არ იყო, მშვიდობიანად დასრულდა.

1tv.ge