რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ქართველი ემიგრანტები საქართველოში უნდა დაბრუნდნენ!

     საქართველოში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთი შიდაქართული გარჩევაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს პოლიტიკასთან”, - განაცხადა საქინფორმის მთავარი რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა ორშაბათს ტრადიციულ ინტერვიუში გასული კვირის მოვლენების კომენტირებისას, - საზღვარგარეთ თითქმის იმდენივე ქართველი ცხოვრობს და მუშაობს, ამდენიც საქართველოში, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლებამ ხმის უფლება ჩამოართვა!”.

   - ბატონო არნო, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე გარედან დაკვირვებისას უცხოელი ჟურნალისტებყურადღებას აქცევენ ოპოზიციის მცირერიცხოვნებას, თუმცა, აღნიშნავენ მის ჰიპერაქტიურობას და „ქარიზმატულობას“ მდუმარე და „უსახო - უსისხლო“ ხელისუფლებასთან შედარებით, რომელმაც ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტა 14 დეკემბერს თბილისი, თავისუფლების მოედანზე კონტრაქციის გამართვა და იქ 50 ათასზე მეტი მხარდამჭერის შეკრება, ასაც ოფიციალურად უწოდევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი ზეიმი. რა გაეწყობა, საქართველოს ხელისუფლება ან გადაეჩვია რუსეთთან საუბარს, ანდა ეშინია - აქაოდა, ვაშინგტონი დაგვტუქსავს, მაგრამ ნუთუ გადაეჩვივნენ საკუთარ თანამოქალაქეებთან ურთიერთობას? ან ეგებ უბრალოდ არაფერი აქვთ სათქმელი ხალხთვის?

- უფრო ეს უკანასკნელი - ვერაფრით დააიმედებენ საკუთარ ხალხს, რომელიც დიდი ხანია აღარ იცინის, რადგან არ სჯერა ხვალინდელი დღის. გიჟები ხომ არ ვართ, უმიზეზოდ ვიცინოთ?! და რა უნდა გვიხაროდეს?! ხალხი დაიღალა, ღარიბი, გაბრაზებული და იმედგაცრუებულია, რა მომავალი აქვთ ჩვენს შვილებს, როგორ საქართველოს ვუტოვებთ მათ?! უმწეოს, საზღვრებმოშლილს, 22 პროცენტით შემცირებულს?! მომავალი მხოლოდ პოლიტიკოსების შვილებს აქვთ, სულერთია - ხელისუფლებაში არიან თუ ოპოზიციაში. ხოლო ნაცნობობის გარეშე, უბრალო ადამიანების შვილები განწირული არიან მძიმე ცხოვრებისთვის, თუმც ბევრად უკეთესები არიან, ვიდრე მათი მდიდარი, "შოკოლადში" გაზრდილი თანატოლები!

არეულობა, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ თბილისში, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს რეგიონებში, 50/50 მმართველი პარტიისა და ოპოზიციის სინდისზეა, რომელიც 7 წლის განმავლობაში არხეინად ცხოვრობდა, იმის იმედით, რომ არგუმენტი - "სამაგიეროდ, სააკაშვილი ცოცხებს ურჭობდა უკანალში!" - მარადიულია. დიახ, დღეს არც ისე ადვილია ქართველი ხალხის მოტყუება, დიახ, ის არ დაუჭერს მხარს სააკაშვილს სადისტებს და გალვანიზებული პოლიტიკური გვამების "ოპოზიციას", რომლებზეც სააკაშვილმა ცოცხების მოსინჯვა უბრალოდ ვერ მოასწრო, თუმცა არც „ქართულ ოცნებას“ გადაეფარება! ხალხმა გააცნობიერა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები მორიგი შიდაქართული გარჩევაა, ძალაუფლებისთვის ბრძოლა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს პოლიტიკასთან, სადაც ხალხის გამოყენებას ბრბოდ ცხდილობენ! სწორედ ამიტომ, მომიტინგეებს შორის მხოლოდ ძალიან შეძლებული ადამიანები და მათი შთამომავლები არიან - თქვენ ვერ ნახავთ იქ სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში უმრავლესობას წარმოადგენენ! ან იქნებ ვინმემ შეამჩნია დაპირისპირებულ მხარეებს განსხვავებები პოლიტიკურ პროგრამებში, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება?! რა თქმა უნდა, არა, უბრალოდ „პეტრეს“„პავლეს“ სავარძლის დაკავება სურს, ეს უკანასკნელი კი არ აპირებს სავარძლის გათავისუფლებას! სულ ესაა მთელი „იდეოლოგია“!

სამწუხაროა, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი თითქმის მარტო დარჩა. მის უახლოეს გარემოცვაში არც არასოდეს ყოფილან ჭეშმარიტად ერთგული თანამოაზრენი, მას ყველანი ცოცხალ ბანკომატად აღიქვამდნენ! სანამ ის სიახლოვეს არ იკარებდა პროფესიონალებსა და პატრიოტებს, რომელთა წყალობითაც „ოცნებამ“ იმეფა მთელი ეს 7 წელი, თავს იმართლებდა და ამტკიცებდა, რომ არ არის კრემლის კაცი, ივანიშვილმა ფუჭად დაკარგა დრო და შემოიკრიბა შეუთავსებელი კადრები - ყოფილი ნომენკლატურული „პარტაპარატჩიკებიდან“ დაწყებული, მოდური „ენჯეოშნიკებით“ დამთავრებული, რომელთა ერთ გუნდად შეკვრა შეუძლებელია! ისინი ერთიმეორის მიყოლებით ღალატობენ ივანიშვილს და მხოლოდ ერთი გახარია ვითარებას ვერ იხსნის - ივანიშვილს სჭირდება ათი გახარია და არა მხოლოდ გახარია!

რატომაა, რომ არავინ საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელებიდან - პარლამენტარებმა, მინისტრებმა, მერებმა, მმართველი პარტიის ლიდერებმა - არ აღიმაღლეს ხმა ივანიშვილის დასაცავად, როდესაც მან უპრეცედენტო განცხადება გააკეთა - დაადანაშაულა ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში?! რატომ არ უპასუხა არავინ ივანიშვილთან დაახლოებული პირებიდან IRI, IND, აშშ – ის საელჩოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ლიდერებს, რომლებმაც ივანიშვილს კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატეხეს?! იმიტომ, რომ ისინი ფიქრობენ თავიანთ მომავალზე, სადაც ივანიშვილისთვის ადგილი არ მოიძებნება!

- თქვენ ახსენეთ ბიძინა ივანიშვილი: თქვენი აზრით, რატომ გაიმეორა მან ტელეკომპანია იმედთანბოლო ინტერვიუში, რომ ქართველები უნდა იყვნენ დასაქმებული საზღვარგარეთ? ის ხომ ერთხელ უკვე გააკრიტიკეს ასეთი არაპოპულარული განცხადებისთვის…

- ქართველები იმდენად ცოტაა, რომ არაფერი ესაქმებათ უცხოეთში, მათი სამშობლო საქართველოა - ნეტარი ღვთისმშობლის წილხვედრი, სადაც ქართველმა დედებმა უნდა გაზარდონ თავიანთი შვილები, ხოლო მამებმა დაამუშაობ მადლიერი მიწა და მოეფერონ ვაზს! ყველა ქართველი ემიგრანტი უნდა დაბრუნდეს შინ - ქართული სახელმწიფო არ გაერთიანდება, სანამ არ გაერთიანდება მსოფლიოში მიმოფანტული ქართველი ერი! ამისათვის ხელისუფლებამ უნდა შეუქმნას მათ პირობები - იმაზე უკეთესი, ვიდრე რუსეთში, ევროპასა და ამერიკაში, და ეს ნიშნავს რომ, უბრალოდ, ხელი არ შეუშალონ მუშაობაში და მაშინ ისინი თავად შექმნიან აქ სამუშაო ადგილებს. მხოლოდ მაშინ, შუღლი და ძმათა მკვლელობა ადგილს დაუთმობს სიხარულსა და სიმდიდრეს! მხოლოდ მაშინ საქართველო გახდება ძლიერი და თავისუფალი! მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი - ვისთანაც და როგორ სურს იცხოვროს ერთიან ქართველ ხალხს! მხოლოდ მაშინ უწინდებურად სცემენ პატივს და ეყვარებათ ქართველები! სხვაგვარად, ჩვენ გავაგრძელებთ ცხოვრებას სევდაში და დავიხოცებით გაჭირვებაში, როგორც დღეს. ჩვენს მიწაზე კი, რომელიც წინაპრებმა უცხოტომელი დამპყრობლებისგან დაიცვეს, სხვისი სამხედრო ბაზები მუდამ იდგება და უცხოელები ჩვენს შვილებზე იძალადებენ! საზღვარგარეთ თითქმის იმდენივე ქართველი ცხოვრობს და მუშაობს, რამდენიც საქართველოში - ესენი ღირსეული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანები არიან, რომლებსაც თავდავიწყებით უყვართ სამშობლო! მაშ, რა უფლებით წავართვით მათ ხმის უფლება?! ვიმეორებ - მოჯადოებული წრიდან გამოსავალი, საიდანაც ქართველებმა თავი ვერ დააღწიეს ბოლო 20 წლის განმავლობაში და სძულთ ერთმანეთი ყველა წარმოსახულ და რეალურ მტერზე მეტად, ეს ემიგრანტების სამშობლოში, სვეტიცხოვლის საფარქვეშ დაბრუნებაა! აი მაშინ საქართველოს დატოვებენ უვარგისი უცხოელები, რომლებიც აქ მოზღვავდნენ ქართველების არყოფნაში, ხოლო უვარგისი ქართველები არ იქნებიან ასე ხილული - ისინი ისე განზავდებიან კარგ უმრავლესობაში, როგორც კოვზი კუპრი თაფლიან კასრში!

- „უვარგის“ უცხოელებთან დაკავშირებით: გასულ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააპატიმრა აშშ-მოქალაქე, რომელიც საქართველოში ბავშვთა პორნოსტუდია მოაწყო! როგორც გაირკვა, სკოლის მასწავლებელი აცნობდა მას გოგონებს, რომლებსაფულისდა საჩუქრების სანაცვლოდ, გაშიშვლებასა და სექსუალური ტანსაცმლის ჩაცმაზე ითანხმებდნენ. ეს ფოტოები და ვიდეო ეგზავნებოდათ კლიენტებს საზღვარგარეთ გასავრცელებლად - გარყვნილებს შორის გასაყიდად, ხოლო ბავშვების მშობლებარათუ საქმის კურსში იყვნენ, არამედ წილიც! ეს არ არის ბავშვთა პორნო ინდუსტრიის პირველი შემთხვევა, რომელიც საქართველოში ევროპიდან და ამერიკიდან ჩამოსული პირების მიერ არის ორგანიზებული, გამორიცხული როდია, რომ ასეთი ”სტუდიები” კიდევ არსებობდნენ ...

- წარმოგიდგენიათ, დაკავებული რომ აშშ-ის მოქალაქე კი არა, არამედ რუსი, რუსეთიდან იყოს?! რა ხმაური ატყდებოდა?! რაც შეეხება ზოგიერთ მშობელს, რომლებიც, როგორც ირკვევა, პორნო ფოტო და ვიდეოგადაღებასაც კი ესწრებოდნენ: უხსოვარი დროიდან, როდესაც აღმოსავლეთის მმართველები საქართველოს იმონებდნენ და მშვენიერ ქართველ ბავშვებს სექსუალურ მონობაში მიერეკებოდნენ, მაშინაც კი იყვნენ ისეთი მშობლები, რომლებიც შვილებს თავად ყიდდნენ! განა თბილისში პოლიციამ რამდენჯერმე არ დააპატიმრა უცხოელები აღმოსავლეთიდან, რომლებიც პატარა ბიჭებს აუპატიურებდნენ?! და განა თურქულ და სხვა ღამის ბარებში, სადაც ქართველებს შესვლა ეკრძალებათ, არ აბავენ ნორჩ ქართველ გოგონებს პროსტიტუციასა და ნარკომანიაში? ზოგჯერ ეს სექსი აფროამერიკელებთან, ინდოელებთან, სირიელებთან და თურქებთან ხვდება სოციალურ ქსელებსა და YouTube-ზე… და ეს ხდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ აჭარასა და სხვა რეგიონებში! მხოლოდ "ქართული მარშის" გამოსვლების შემდეგ შეშინდნენ ეს უვარგისი უცხოელები და ცოტა მიჩუმათდნენ, მაგრამ გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომელიც ახლა მოედნებზე ამბოხს აწყობს, "ქართული მარშის" ლიდერ სანდრო ბრეგაძესა და "მარშის" ყველა მონაწილეს მაშინ „ფაშისტები“ და „კრემლის დაქირავებულები“ უწოდა!

ერთი მითხარით, რატომ უნდა ჩაიწყვიტონ ქართველებმა წელი საზღვარგარეთ მუშაობით, საერთო საცხოვრებლებსა და სპეცტანსაცმელში, როგორც ზონაში, დასვენების, სოციალური გარანტიებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე, ხოლო ჩინელებმა და ინდოელებმა უნდა დაამუშაონ დალოცვილი ქართული მიწა და იმუშაონ საქართველოში მშენებლობებზე?! განა გვაქვს ზედმეტი სამუშაო ადგილები, რომ სხვებს დავუთმოთ?! რამდენიმე წელიწადი გაივლის და აგერ უკვე საქართველოს მოქალაქეებიც გახდებიან, ჰოდა, მერე ნუ გაგიკვირდებათ, რომ ქართველი ბავშვები "რატომღაც" მუქკანიანი ან ვიწროთვალებიანი დაიბადონ!

- და დასასრულ, როგორც ყოველთვის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხი: მალე აღდგენენ პირდაპირ ავიამიმოსვლას და გააუქმებენ ვიზებს?

- არა, საჰაერო მიმოსვლას მალე არ აღადგენენ, ამას უკვე ნახევარი წელია ვიმეორებ! ის პოლიტიკოსები კი, რომლებიც მოსკოვში ჩადიან და პერიოდულად იმეორებენ, რომ ფრენები სადაცაა აღდგება, იტყუებიან, რათა, როდესაც ავიამიმოსვლა მართლაც აღდგება, განაცხადონ, რომ ეს მათი დამსახურება იყო! ვიზების გაუქმებაზე ხომ ლაპარაკიც არაა, მათ გაუქმებას არც აპირებდნენ და გავრილოვის დელეგაციასთან დაკავშირებული ინციდენტი აქ არაფერ შუაშია. და რაც უფრო ხშირად მიმართავენ ჩვენი პოლიტიკოსები მოსკოვს ან ევროკავშირს და ითხოვენ დახმარებას ცხინვალის ციხიდან ჩვენი მოქალაქეების განთავისუფლების საქმეში, მით მეტხანს აჩერებენ მათ ცხინვალში, ახდენენ რა თავისი დამოუკიდებლობის დემონსტრირებას - განა ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემასთან დაკავშირებული საქმე ჩვენთვის გაკვეთილი არ უნდა იყოს?! განა ყველა მათი ” თხოვნა”, ერთად აღებული, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თხოვნა სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილისადმი?! არა, საქმე ისევ ვირეშმაკობაშია - ვისი განცხადებაც აღმოჩნდება ბოლო მანამ, სანამ მართლაც გაათავისუფლებენ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, ის განაცხადებს, რომ ეს სწორედ მისი დამსახურებაა და პოლიტიკურ ქულებსაც ჩაიწერს! ჰოდა, ასე ბორგავენ ისინი მოსკოვსა და სააკაშვილს შორის, რადგან არ იციან, ჩამოაგდებენ ივანიშვილს თუ არა!

ესაუბრა მაია ჯავახიშვილ
2019 წლის 9 დეკემბერი
საქართველო, თბილისი
საქინფორმი