სამართალი
ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ გვარამიამ Facebook-ზე დაწერა.

გვარამია მოწმის სახით არის დაბარებული. გამოკითხვაზე გამოცხადება ნებაყოფლობითია და უარის შემთხვევაში გვარამიას მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად დაიბარებენ. სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში განაცხადეს, რომ გვარამია მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული, თუმცა სხვა დეტალებზე უწყება ჯერ არ საუბრობს.

პირველ ნოემბერს პროკურატურამ გვარამიას ახალი ბრალდება 76 700 ევროდ ღირებული ავტომობილის ეპიზოდზე წარუდგინა.

6 სექტემბერს ნიკა გვარამიას კიდევ ერთი ბრალი წარედგინა. ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, გენერალური პროკურატურა „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას დიდი ოდენობით უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავება.

11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა, რომელიც გვარამიამ 9 სექტემბერს გადაიხადა.