უცხოეთი
საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას მილი მეჯლისის დათხოვნის შესახებ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
განკარგულების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 9 თებერვალსაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა თვითდაშლა გამოაცხადა. მიზეზად, მილი მეჯლისის შემადგენლობის სახლმწიფო ლიდერის მიერ გატარებული რეფორმების კურსსთან შეუსაბამობა დასახელდა.
interpressnews.ge