საზოგადოება
ნინო ბურჯანაძე შვილთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში იმყოფება. ბურჯანაძე რუსეთში შვილთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად გაემგზავრა.

როგორც პარტიის წევრმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იქნება პოლიტიკურ წრეების წარმომადგენლებთან და არ არის გამორიცხული, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მოსკოვში მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

ქალბატონი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში დღეს გაემგზავრა. შეხვედრები ზუსტად ვისთან გაიმართება, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. შეხვედრები იქნება პოლიტიკურ წრეებთან, ექსპერტებთან და არ გამოვრიცხავ შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთანაც იყო. ისინი აქტიურობენ და დიდ ინტერესს იჩენენ, როცა ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ჩადის. ეს შეხვედრები ორ დღეში დასრულდება და ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრის შესახებ ქალბატონი ნინო და პრესსამსახური დეტალურ ინფორმაციას გავავრცელებთ“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისი თქმით, შეხვედრები ისეთ ადამიანებთან იქნება, რომლებიც გარკვეულწილად ქვეყნის მართვის პროცესებში არიან ჩართული“.

შეხვედრები იმ კონტექსტში იქნება, რაც საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების მოწესრიგებას და ამ კონფრონტაციული რეჟიმის დიალოგის რეჟიმში გადაყვანას შეუწყობს ხელს. ყველა მტკივნეულ და მწვავე საკითხს შეეხება საუბარი“, – განაცხადა ახვლედიანმა.