რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ივანიშვილს დიდი საფრთხე ემუქრება, ამიტომ, რაც შეიძლება მალე, ტრამპს ღია წერილით უნდა მიმართოს!

   ”მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა აშშ გააკრიტიკა, მას სასიკვდილო საფრთხე ემუქრება”, - მიაჩნია საქინფორმი მთავარი რედაქტორს, რომელიც ორშაბათტრადიციულ ინტერვიუში დაწვრილებით მოჰყვა, თუ რაფუძნებმისი პროგნოზი. მხოლოდ ღია წერილაშშ-პრეზიდენტადმი შეუძლია მისი და მთელი საქართველოს გადარჩენა!” - განაცხადარნო ხიდირბეგიშვილმა.

- 27 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ ღია წერილით მიემართა კონგრესს, სენატსა და აშშ-პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის, რომელშიც ისაუბრებდა ამერიკელი ამომრჩევლის მიერ დაფინანსებული ამერიკული ორგანიზაციების საქმიანობაზე საქართველოში, რომლებიც ვნებს აშშ-სახელმწიფო ინტერესებს. ამავე დროს, ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, იგი, პირველ რიგში, შეშფოთებულია იმ ზიანის გამო, რაც ამ ორგანიზაციებმა - სააკაშვილის პარტნიორებთან შეთქმულმა მრავალრიცხოვანმა NGO-მ, NDI და IRI ინსტიტუტებმა, ერთობლივი ფალსიფიცირებული გამოკითხვების გამოქვეყნებით - მიაყენეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რადგან მათი ატანა ქართველ ხალხს უკვე არ აქვს.

- ივანიშვილი საუბრობდა უკიდურესად დიპლომატიურად - აქაოდა, საქართველოს მოქალაქეებმა არ იციან და არც შეუძლიათ იცოდნენ, რომ საძულველი არასამთავრობო ორგანიზაციების და ინსტიტუტების დაფინანსება ხორციელდება ცალკეული ამერიკელი ჩინოვნიკების მიერ, რომლებიც საქართველოში ატარებენ ამერიკის სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკას და, შესაბამისად, უბრალო ადამიანებს ავტომატურად გადააქვთ თავიანთი სიძულვილი მათ მიერ მთელს ამერიკაზე! დიახ, რა თქმა უნდა, ამერიკელი ხალხი არაფერ შუაშია, მაგრამ ეს ცალკეული ამერიკელი ჩინოვნიკები ყოვლისშემძლენი არიან, რადგან ისინი ამერიკის ხელისუფლებას წარმოადგენენ: ესენი არიან აშშ–ის სახელმწიფო მდივნები და მათი მრჩევლები - სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც კურირებენ რეგიონსა და საქართველოს; ესენი არიან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და პენტაგონი, ფინანსთა სამინისტრო, კონგრესი და სენატი, რომლებსაც შეაქვთ მუხლები აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოში აღნიშნული მავნებლური ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ! აზრი არ აქვს მათთან მათზევე ჩივილს, მით უმეტეს, რომ ისინი აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის მტრები არიან. ამიტომ, წერილი უნდა იყოს მიმართული პირადად დონალდ ტრამპისადმი, რომელსაც ამის შესახებ სასწრაფოდ უნდა ეცნობოს, სანამ მან, როგორც ტელეარხ CNN-ს აცნობა თეთრი სახლის ადმინისტრაციაში წყარომ პენტაგონში მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით, არ მიმართა საქართველოში განსახორციელებელი პროგრამებისთვის აშშ-ის მიერ ნატო-ს კოლექტიურ ბიუჯეტში შეკვეცილი შენატანიდან დანაზოგი ახალი სახსრები!

აშშ-ის პრეზიდენტისთვის ღია წერილი სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს კიდევ სხვა მიზეზის გამოც: საქმე ისაა, რომ სიმართლის თქმით, მას შემდეგ, რაც აშშ გააკრიტიკა, ბიძინა ივანიშვილს ფიზიკური ლიკვიდაციის სასიკვდილო საფრთხე შეექმნა, რომელიც მნიშვნელოვნად შემცირდება ტრამპისადმი საჯაროდ მიმართვის დაფიქსირებული ფაქტის შემდეგ. ყველაფერი ცუდი, რაც ივანიშვილს შეემთხვევა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მიმართვის შემდეგ, ავტომატურად შეიძლება განხილული იქნეს ანგარიშსწორებად, როგორც აშშ-ის მხრიდან შურისძიება, ამიტომ უსაფრთხოების სამსახურები 10-ჯერ დაფიქრდებიან, სანამ ასეთ რამეს მოიმოქმედებენ! შეგახსენებთ, რომ საქართველოში ყველა, ვინც ივანიშვილამდე გაბედა აშშ-ის კრიტიკა, ან ჰქონდა დიალოგის წარმართვის შესაძლებლობა კრემლთან, სწრაფად დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში: პრეზიდენტი გამსახურდია, რომელმაც პრეზიდენტი ბუში ამხილა; პრემიერი ჟვანია და საქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციაში კიწმარიშვილი, რომელთაც საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ მოსკოვთან; პატარკაციშვილი, რომელიც ვერ იხსნა მისმა მილიარდებმა და მერდოკთან მეგობრობამ; და მხოლოდ შევარდნაძე, რომელმაც ბოლოსდაბოლოს დაავალა გენპროკურატურას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაფინანსების გამოძიება აშშ-ის საელჩოს მეშვეობით, უბრალოდ გააგდეს პენსიაზე ცალი ფეხსაცმლით, თუმცა სიცოცხლე შეუნარჩუნეს, რადგან ეს აშშ-ის საელჩოს მხრიდან შურისძიებას დაემსგავსებოდა, და კიდე - „ბაბუს“ დასავლეთის წინაშე უდიდესი დამსახურების გამო!

- ბატონო არნო, 2013 წლის 18 თებერვალს დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია თქვენმა პუბლიკაცია"ქართული ოცნება" „ქართულ გაზაფხულს" მიიღებს - "ნაცმოძრაობა" სამოქალაქო ომს ამზადებს!", რომელშიც თქვენ გააცხადეთ ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა თანხების გამოყენების შესახებ აშშ-ისდა ქართულ-ამერიკული მეგობრობის საზიანოდ, თითქმის იგივე, რაც დღეს ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, ასევე იმის შესახებ, თუ რახდება დღეს საქართველოში. კერძოდ, თქვენ ჯერ მაშინ განაცხადეთ შემდეგი: სააკაშვილი ყოველთვის ატყუებდა შეერთებულ შტატებს და ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფულით ააგო დიქტატურა დემოკრატიის ნაცვლად. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვაშინგტონში გავლენიანმა ჯგუფმა სააკაშვილს ”მწვანე შუქი აუნთო”... ესენი არიან რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენები - სააკაშვილის ლობისტები, დიპლომატები - ყოფილი მდივნის კლინტონის ყოფილი მრჩეველები კავკასიასა და საქართველოში, პენტაგონის და CIA-ს მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც უკიდურესად უკმაყოფილო არიან იმით, რომ საქართველო ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის დამყარებას; რომ ივანიშვილი, სააკაშვილისგან განსხვავებით, ბრმად არ შეასრულებმათ ნებას და უკვე შეაჩერშავ ზღვაზე აშშ-პირველი სამხედრო-საზღვაო ბაზის - ანაკლიის პორტების მშენებლობა; რომ ახალი მთავრობის პირობებში, შეიძლება გაიხსნას უზარმაზარი ”ატკატების” ფაქტები (მათ შორის ელჩებისთვის და საელჩოების საშუალებით) დასავლეთის დახმარების სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამებისგან, რომლებიც მათ მიიღეს ”რეფორმატორ” სააკაშვილისგან... საქართველოში მოვლენების განვითარება შეიძლება მოხდეს არაბული გაზაფხულისსცენარის მიხედვით. როდესაც ამერიკულმა პროტეჟეებმა დაიწყეს გადაჭარბებული დამოუკიდებლობის გამოვლენა ტუნისში, ეგვიპტეში, ლიბიაში, ბაჰრეინში, სირიაში, იემენში, ისინი პროვოცირებენ სისხლიან სამოქალაქო ომებს -რევოლუციებს, მათი შეცვლის მიზნით. უფრო მეტიც, ივანიშვილი არ არის ამერიკის ხელდასხმული. ხოლო სუპერ სახელმწიფო, რომელიც მთელ მსოფლიოს თავისი ინტერესების ზონად მიიჩნევს, არასოდეს ”ინახავს კვერცხს ერთ კალათაში” - ყოველთვის არსებობს სარეზერვო ვარიანტი… ამ შემთხვევაში, ”ქართული ოცნება” მიიღებს “ქართულ გაზაფხულს”. "ნაციონალები" ამზადებენ რამდენიმე პროვოკაციას, რომლებიც უახლოეს თვეებში, მათი გეგმის მიხედვით, სამოქალაქო ომში უნდა გადაიზარდოს. 2013 წლის 8 თებერვალს პროვოცირება საჯარო ბიბლიოთეკაში პირველი იყო ამ ჯაჭვში .

და აი, როგორც ვხედავთ, გასულ ხუთშაბათს პროვოკაცია საჯარო ბიბლიოთეკის წინ განმეორდა 6 წლის შემდეგ და კვლავაც - დედაქალაქის ყოფილი მერის უგულავას მეთაურობით...

- დააკვირდით: როგორც მოგეხსენებათ, გასულ შაბათს, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საქართველოში აკრედიტებული დასავლური ქვეყნების ელჩების შუამდგომლობით, შეთანხმება არ მიღწეულა. მაშინ რა საჭირო იყო შეხვედრა, თუ წინასწარ იყო ცნობილი, რომ შეთანხმება გამორიცხულია?! ”ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული გერმანული საარჩევნო მოდელი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ამიტომ საკითხი ამოწურულია” - აცხადებდა ხელისუფლება, ”ჩვენ მანამ გავმართავთ საპროტესტო აქციებს, სანამ ხელისუფლება არ მიიღებს ჩვენს პირობებს და ვადამდელ არჩევნებს მთლიანად პროპორციული წესით არ ჩაატარებს”, - აცხადებდა ოპოზიცია. თუმცა, ორივე მხარე მივიდა შეხვედრაზე, რათა დასავლეთის ელჩებისთვის თავიანთი დემოკრატიულობისა და დიალოგისთვის მზადყოფნის დემონსტრირება მოეხდინათ!

მთელი მსოფლიოს ანტიტერორისტული სამსახურების ინსტრუქციებში აღნიშნულია, რომ თუ ტერორისტებს, რომლებმაც მძევლები აიყვანეს, ერთხელ მაინც დაუთმობენ - ყველა მათ პირობას შესრულებენ, გამოსასყიდს გადაუხდიან და მშვიდობიანად გაუშვებენ, ეს პრეცედენტი მიიღებს სისტემატურ ხასიათს და გამოიწვევს ახალ ტერაქტებს, ამ შემთხვევაში ტერორისტები არიან 25 პარტიისგან შემდგარი უელექტორატო გაერთიანებული ქართული ოპოზიცია, ხოლო მძევლები - ქართველი ხალხია. ოპოზიციას მართავენ გამოცდილი რევოლუციონერები, რომლებმაც ერთ დროს უკვე განახორციელეს საქართველოში "ფერადი" სახელმწიფო გადატრიალება "ვარდების რევოლუციის" სახელწოდებით - ექსპრეზიდენტი სააკაშვილი და პარლამენტის ექს-თავმჯდომარე ბურჯანაძე, რომელმაც ორჯერ ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობებს. დაინახეს რა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ვერ შეძლეს 1500-ზე მეტი მომხრის თავმოყრა, საკუთარი თავის ჩათვლით, ისინი ხელისუფლებას აშანტაჟებენ სამოქალაქო ომით, რაკიღა "ფერადი რევოლუცია" - "ბოქლომების რევოლუცია" - ამჯერად ვერ მოხერხდა! და ეს ძალზე საშიშია, რადგან მხოლოდ პოლიციამ გადაარჩინა "ნაციონალები" ქუთაისში ფიზიკური ანგარიშსწორებისგან, როდესაც გასულ კვირას ხალხი გარს შემოერტყა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს! ამიტომ, ტერორისტებისა და პროვოკატორების მშვიდობიანად გაშვება, პასუხისგებაში მათი მიცემის გარეშე - ეს ნიშნავს საზოგადოებაში სამოქალაქო დაპირისპირებების წახალისებას!

ახლა რაც შეეხება ელჩებს: რა მათი საქმეა შეხვედრების ორგანიზება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ამ შეხვედრების იძულება, განცხადებების გაკეთება და მათზე მოდერატორის როლში გამოსვლა?! პირველ რიგში, ვგულისხმობ საქართველოში ევროკავშირის ჰიპერაქტიურ ელჩს კარლ ჰერცელსა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეტ რუდს. განა საქართველოს ელჩები მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში კისრულობენ შუამავლების ფუნქციებს, როდესაც იქ მსგავსი კრიზისები ხდება?! ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ დღეს, ისევე როგორც სააკაშვილის რეჟიმის დროს, დასავლეთის ქვეყნების ელჩები, იმის ნაცვლად, რომ თავიანთი ქვეყნის ხელისუფლებას მიაწოდონ სწორი ინფორმაცია, კვლავ ეწევიან დეზინფორმაციას და მხარს უჭერენ სააკაშვილის პარტიას. ამით მათ პრაქტიკულად დააკანონეს დამნაშავეები, რომლებმაც ჩაიდინეს ათასობით სერიოზული დანაშაული, წარმოადგინეს ისინი, როგორც ჩვეულებრივი პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს! გარდა ამისა, ისინი ამას აკეთებენ არა მხოლოდ საკუთარი სისულელის გამო, ისე, რომ არ შეისწავლიან სიტუაცია ქვეყანაში, სადაც მუშაობენ - ზოგი მათგანი იღებდა სააკაშვილისგან ქრთამს! ეს არის დადასტურებული ფაქტი, რომლის შესახებაც პირველმა ბიძინა ივანიშვილმა ღიად თქვა 2011 წლის ნოემბერში, თავის პირველ პრესკონფერენციაზე!

- ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუდან განსაკუთრებით დამამახსოვრდა ფრაზა ოპოზიციის შესახებ: ”მათ არ აღმოაჩნდათ ერთი ჭკვიანი ადამიანიც კი, რომელიც იტყოდა - არ არის საჭირო კედლისთვის თავის რტყმა, არაფერი გამოვა!” და Bloomberg– თან ინტერვიუში ივანიშვილმა კვლავ ხსენა კედელი: ის, რაც რუსეთმა გააკეთა, სიგიჟეა, მაგრამ თუ ჩვენ აღვმართავთ კედელს, სიძულვილის ენას მივმართავთ და ერთმანეთს გავლანძღავთ, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა, მაშინ სიტუაცია თავისით არასდროს მოგვარდება“. მე მაშინვე გამახსენდა თქვენი პუბლიკაცია "კედლის ფილოსოფია" 2009 წლის 1 ოქტომბრის "ასავალ-დასავალში“, სადაც თქვენ წერთ: "რატომ უნდა ურტყა თავი კრემლის კედელს მისი გარღვევის იმედით, როდესაც იქ მრავალი კარიბჭე არსებობს, საიდანაც შეგიძლია შეხვიდე და ისაუბრო?! ”. მას ეხმიანება თქვენი ამასწინანდელი პუბლიკაციაც "Sputnik" - ში "კედლის ფსიქოლოგია, როგორც საქართველოს პოლიტიკური ჩიხი", სადაც უკვე დღევანდელ მოვლენებს აღწერთ. მაგრამ ჩვენი ინტერვიუს დასასრულს ინდა სხვა რაგკითხოთ: როგორც ცნობილია, გრიგორი კარასინმა, პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ, თქვა, რომ თბილისში იხსნება რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რამაც გამოიწვია მკვეთრი პროტესტი ქართული ოპოზიციის მხრიდან და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის სკანდალური რუსოფობიური განცხადება. რა იცით ამის შესახებ?

- რეაქცია, რომელიც კარასინის ამ ყველასთვის მოულოდნელმა განცხადებამ გამოიწვია, გასაკვირი არ არის, გარდა ამისა, ჩვენ ყველანი შევეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროიდან ეროვნულ ბიბლიოთეკას მართავენ არამზადები - ხან "რესპუბლიკელი" ბერძენიშვილი, ახლა კი ეს ახალგაზრდა ფაშისტი. მე სხვა რამ გამიკვირდა - რომ ბატონმა კარასინმა არ იცოდა თბილისში აგერ უკვე მეორე კვირაა მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო მიტინგების შესახებ, რომლებმაც მოქმედი ხელისუფლება პრორუსულად გამოაცხადეს და ამიტომ მის გადაყენებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარასინი, რა თქმა უნდა, არ გააკეთებდა ასეთ პროვოკაციულ განცხადებას, რისთვისაც მოგვიანებით აბაშიძეს თბილისში თავის მართლება მოუწია. ძნელი წარმოსადგენი როდია, რას უზამდა გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც ბოქლომებს ადებს პარლამენტს, მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის სასახლეს, ახალ რუსულ ცენტრს, თუ ის მართლაც გაიხსნებოდა!

საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ საქართველოში არავინ აპირებს "რუსული ენისა და კულტურის ცენტრის" გახსნას. მოგეხსენებათ, გასულ წელს, რუსეთის ინტერესების სექციასთან დაკავშირებული კორუფციის შესაჩერებლად, თბილისში რუსეთის ვიზების გასაცემად გაიხსნა რუსული კერძო კომერციული სტრუქტურა - სავიზო ცენტრი. ახლა კი ამ ცენტრში გაიხსნება კომერციული ფასიანი რუსული ენის კურსები, რათა რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველებს შეეძლოთ მიიღონ ამისათვის აუცილებელი რუსული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ამისათვის თბილისში ჩამოვიდნენ რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ოთხი გამოცდილი ლექტორი, ესაა და ეს!

-გმადლობთ, რომ დრო დამითმეთ და ყველა ჩემს კითხვას ასეთი ამომწურავი პასუხი გაეცით!

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი
2019 წლის 1 დეკემბერი
საქართველო, თბილისი