რელიგია
მეუფე შიო - პოლიტიკურ ცხოვრებაში ახლა მღელვარებაა, მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ახლა მღელვარებაა.

მეუფე შიომ ასეთ დროს სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრე ჩვენთვის არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, ჩვენი ეროვნული ღირებულებები, ჩვენი ისტორია, ჩვენი სარწმუნოება. თქვენ ხედავთ, ახლა მღელვარება არის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გაგახსენებთ მისი უწმინდესობის შეგონებას, სწავლებას, რომ მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე ასეთ დროს, ასეთი პროცესები როდესაც წარიმართება, აუცილებელია, რომ სიმშვიდის ფონზე იყოს. სირთულეებიც არის, ეს ნორმალურია, მაგრამ თუ კი ჩვენ დავკარგავთ ამ სიმშვიდეს, დავკარგავთ სიყვარულს და შეგნებას იმისას, რომ ეს ღვთის საჩუქარია, ღმერთს უნდა ვამსახუროთ, მაშინ ძალიან ცუდად შეიძლება დამთავრდეს, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს, როდესაც გადავაყოლეთ ჩვენს მრისხანებას, ჩვენს ამბიციებს, ჩვენს გარკვეულ უგუნურებას. რამდენი ტრაგედია მომხდარა ჩვენს ისტორიაში და კიდევ ერთხელ გახსენებთ ამას, ღმერთმა მოგცეთ სიმშვიდე ყველას, ჩვენს ხალხს, ხელისუფლებას, ოპოზიციას, რომ სიმშვიდით, სიყვარულით და დაფიქრებით იმაზე, რომ ღვთის საჩუქარია ყოველი დღე ჩვენს ცხოვრებაში და ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო არის“ ,- განაცხადა მეუფე შიომ სამების ტაძარში.