უცხოეთი
ქუთაისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცოცხები და კვერცხები ესროლეს

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ წევრებმა და მხარდამჭერებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისიდან „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გადაინაცვლეს. მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცოცხები და კვერცხები დაუშინეს, რასაც სუტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

"დამთავრდეს "ნაციონალური მოძრაობა". სისხლისმსმელებს, რომლებმაც შეურაცხყვეს პატრიარქი, ამას არავის ვაპატიებთ. ყელში ამოვიდნენ, რას უშვებიან ახალგაზრდებს ხომ ვხედავთ", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

interpressnews.ge