სამართალი
გერმანიიდან თავშესაფრის ქართველი მაძიებლები გამოაძევეს

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. თავშესაფრის ქართველი მაძიებლები გერმანიის ზაქსენის მიწიდან გამოაძევეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი იუწყება.

კერძოდ, როგორც გამოცემა წერს, სამშაბათს, 26 ნოემბერს გერმანიაში, კერძოდ, ზაქსენის მიწიდან მორიგი დეპორტაცია განხორციელდა.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ საქართველოს 41 მოქალაქე გამოაძევეს. 34 მათგანი თავშესაფრის მაძიებელი იყო.