აქტუალური
ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

 საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9699 შეადგინა.