სამართალი
თბილისში, წყალტუბოს ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისში, დიდუბის რაიონში, წყალტუბოს ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

დაჭრილი ახალგაზრდები სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.