საზოგადოება
რუსულმა კომპანიებმა საქართველოში ხორცის პროდუქციის შემოტანის ნებართვა მოიპოვეს

 საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. სამმა რუსულმა კომპანიამ საქართველოში ხორცის პროდუქციის შემოტანის უფლება მიიღო, ნათქვამია „როსსელხოზნადზორის“ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ნებართვები გაცემულია ინსპექციის შედეგების მიხედვით, რომელიც საქართველოს ვეტერინარული სამსახურის სპეციალისტებმა 2019 წლის აპრილში ჩაატარეს.

ხორცის პროდუქციის (საქონლის, ღორის, ფრინველის) მწარმოებელმა სამმა რუსულმა კომპანიამ, რომელიც ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებში მდებარეობს, საქართველოს ტერიტორიაზე თავისი პროდუქციის მიწოდების უფლება მიიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ქართულმა მხარემ განმარტა, რუსული საწარმოების მზა ხორცპროდუქტების ექსპორტი ვეტერინარული სამსახურის დამატებითი ინპექციის ჩატარების გარეშეა შესაძლებელი.

აღნიშნულია, რომ ექსპორტიორთა რეესტრში ჩართულ მზა ხორცპროდუქტების მწარმოებელ რუსულ საწარმოებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შემოწმება ქართული სტანდარტების შესაბამისობაზე, საქართველოში პროდუქციის შემოტანის უფლება გააჩნიათ.