უცხოეთი
СNN - რუსეთის ჩარევა ამერიკის არჩევნებში, კრემლისთვის კომედიური ჟანრია

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. СNN-ი შეერთებული შტატების პრეზიდენტს იმის გამო აკრიტიკებს, რომ კრემლისთვის ამერიკის 2020 წლის არჩევნები დასაცინი თემა გახდა. „რუსი ლიდერები ისე სერიოზულად უდგებიან ამერიკის დაზვერვის დასკვნებს 2016 წლის არჩევნებში რუსული გავლენების შესახებ, რომ 2020 წლის არჩევნები მათთვის სასცილო თემა ხდება“,-აცხადებს წამყვანი და აქვეყნებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხს კითხვაზე, როგორ ემზადება რუსეთი ამერიკის 2020-ის არჩევნებისთვის. „ნუ ნერვიულობთ, ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ“, - ხუმრობს ლავროვი.

СNN-ის კორესპონდენტი ფრედერიკ პლეითგენი აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსები ამერიკის არჩევნებზე იცინიან. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ვლადიმერ პუტინმაც იხუმრა, რომ ის არჩევნებში აუცილებლად ჩაერეოდა.

გამოცემის ინფორმაციით, კრემლს მსგავსი ქმედებების საშუალებას ვაშინგტონის და კონკრეტულად დონალდ ტრამპის „სუსტი პოლიტიკა“ აძლევს და ამის მაგალითად, ამერიკის პოლიტიკას ასახელებს სირიაში.

interpressnews.ge