სამართალი
გორში სკოლის მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეცხრეკლასელ ბიჭს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.

,,პაციენტს აღენიშნება ჰემატომები სახის არეში. უფრო კონკრეტულად, ჰემატომები ფიქსირდება ორივე თვალ-ბუდის არეში, ასევე, ცხვირის მიდამოში, აღენიშნება ტუჩების ნახეთქი ჭრილობაც. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გაეწერა ბინაზე“, - განაცხადა სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ ექიმმა ასლან ასლანიშვილმა.

მე-10 საჯარო სკოლის დირექტორის, გელა ჯაფარიძის განცხადებით, შემთხვევა სკოლის შენობის გარეთ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოხდა და ფაქტის დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს.

ჩვენი სკოლის მოსწავლეა. როდესაც ეს ფაქტი მოხდა, გაკვეთილები უკვე დასრულებული იყო. შემთხვევას ადგილი ჰქონდა სკოლის ტერიტორიის გარეთ, მოშორებით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ. დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, ინფორმაცია არ გაგვაჩნია“, - განაცხადა გორის მე-10 საჯარო სკოლის დირექტორმა.

არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.