უცხოეთი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრაზე საუბარი ნაადრევია

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმირ ზელენსკის შესაძლო შეხვედრაზე საუბარი ნაადრევია, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ყაზახეთის ექსპრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ინიციატივას. ნაზარბაევმა მხარეებს შეხვედრის ყაზახეთში ჩატარება შესთავაზა.

პესკოვის თქმით, ახლა აქცენტი ნორმანდიული ოთხეულის სამიტზე კეთდება და სამზადისიც სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს.

ნორმანდიული ოთხეულის სამიტის ჩატარების თარიღი კვლავ უცნობია.

1tv.ge