საზოგადოება
რა კავშირია აშშ-სა და დამჭკნარ ნაძვს შორის სომხეთში: სერგეი ლავროვის დაკვირვება (ვიდეო)

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყვავილები მიიტანა ერევანში, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალური კომპლექსის მარადიულ ცეცხლთან. ცერემონიის დასრულების შემდეგ, სერგეი ლავროვმა ნაძვნარში გაისეირნა. საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ლითონის სარწყავი და წყალი დაუსხა ხეებს, რომელთაგან ერთი ძალიან მჭკნარი ჩანდა. ლავროვმა ივარაუდა, რომ ეს ნაძვი ამერიკელებმა დარგეს (დეტალები იხილეთ ვიდეოში).