პუბლიკაციები
გაეროს გენასამბლეის მესამე კომიტეტმა ნაციზმის განდიდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ რეზოლუცია მიიღო

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი.

გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტმა (GA) ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო "ნაციზმის განდიდები, ნეოაციზმის და, რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიის და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის თანამედროვე ფორმების გამძაფრების ესკალაციის ხელშემწყობი სხვა პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ რუსეთის რეზოლუციის პროექტი. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 121-მა ქვეყანამ, 55-მა თავი შეიკავა, 2 წინააღმდეგი იყო.

პროექტი, რომლის თანაავტორიც გახდა 23 ქვეყანა, მათ შორის ბელორუსია, ბრაზილია, ჩინეთი, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, პაკისტანი, სირია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, შეიცავს 66 მუხლს ე.წ. დადგენილების ნაწილში. ტექსტი შეიცავს დაბეჯითებით მოწოდებას სახელმწიფოების მიმართ "კანონმდებლობით აღმოფხვრან რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმა ყველა შესაბამისი საშუალებით, მათ შორის კანონით, თუ ამას მოითხოვს გარემოებები".

მასში გამოხატულია "ღრმა შეშფოთება ნებისმიერი ფორმით ნაცისტური მოძრაობის, ნეონაციზმის და ორგანიზაცია Waffen-SS-ის ყოფილი წევრების ჰეროიზაციის გამო". საუბარია ძეგლებისა და მემორიალების აშენებასა და სახალხო დემონსტრაციების ჩატარებაზე, ნაცისტური წარსულის, ნაცისტური მოძრაობის და ნეონაციზმის განდიდების მიზნით, ასევე ორგანიზაციის წევრების, ან მათ, ვინც ანტიჰიტლერული კოალიციის წინააღმდეგ იბრძოდა, თანამშრომლობდ ნაცისტურ მოძრაობასთან და ჩაიდინა სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები, ეროვნული-გამათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილეებად გამოცხადების ან გამოცხადების მცდელობის, აგრეთვე, მათი ჰეროიზაციის მიზნით, ქუჩებისთვის სახელის გადარქმევის მცდელობის შესახებ.

პროექტის ავტორები შეშფოთებულნი არიან მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლთა საპატივცემულოდ ღმართული ძეგლების შებილწვისა და განადგურების, ასევე მათი ნეშტების უკანონო ექსჰუმაციი ან გადატანის გახშირებული მცდელობებითა და შემთხვევებით".

დოკუმენტში ასევე ხაზსგასმულია შეშფოთება ნეონაცისტური, ასევე სხვა ჯგუფებისა და ცაკეული პირების მიერ, რომლებიც სიძულვილის იდეოლოგიას ავრცელებენ, მათ მიერ გავრცელებული სიძულვილის იდეების ზეგავლენის გასაზრდელად და სხვადასხვა ქვეყანაში ახალი წევრების გადასაბირებლად, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინტერნეტის და სოციალური ქსელების გამოყენების გამო, განსაკუთრებით ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მისამართად. ამ კონტექსტში, ინიციატორი-ქვეყნები რეკომენდაციას იძლევიან "მიღებული იქნეს სათანადო კონკრეტული ზომები, მათ შორის საკანონმდებლო და განათლების სფეროში ... რათა თავიდან იქნეს აცილებული მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვა და მეორე მსოფლიო ომის დროს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი სამხედრო დანაშაულების უარყოფა".

წყარო: ТАСС