უცხოეთი
„ფორინ პოლისი“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას აუქმებს

 საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას აუქმებს. როგორც „ფორინ პოლისი“ იუწყება, აღნიშნულ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანის ფუნქციები სახელმწიფო დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელზე გადანაწილდება.

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა თავის დროზე სპეციალურად კურტ ვოლკერისთვის შექმნეს. ის აღნიშნული სამსახურისთვის ანაზღაურებას არ იღებდა.

როგორც „ფორინ პოლისი“ წერს, სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „ამ თანამდებობის დაკავების მსურველების პოვნა დღევანდელ პიროებებში რთული იქნება“.

კურტ ვოლკერმა უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც დემოკრატებმა აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი წამოიწყეს. ოპონენტები ტრამპს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში სდებენ ბრალს.

როგორც დემოკრატები აცხადებენ, აშშ-ის პრეზიდენტმა თანამდებობა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენა და უკრაინის პრეზიდენტს, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მის შესაძლო ოპონენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვდა.

აღნიშნული სკანდალის გამო, უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონგრესში ჩვენებაც მისცა.

1tv.ge