საზოგადოება
გიგო გაბაშვილის საფლავი ნაპოვნია

gigo_gabashviliგიგო გაბაშვილის საფლავი იპოვეს. საფლავი ვაკის სასაფლაოზე აღმოაჩინეს, სადაც მხატვრის უკანასკნელ განსასვენებელს დღემდე უშედეგოდ ეძებდნენ. როგორც მკვლევარები ლევან და ზურაბ ურუშაძეები ამბობენ, საფლავის ქვა, რომელზეც გაბაშვილის გარდაცვალების წელი, სახელი და გვარი ეწერა, მიწით იყო დაფარული. დროთა განმავლობაში ახალი საფლავების დამატების შედეგად შეიცვალა გაბაშვილის საფლავთან მისასვლელი გზაც. სწორედ ამ მიზეზით ინფორმაცია მისი ადგილმდებარეობის შესახებ მხოლოდ ერთეულებს თუ შემორჩათ.

სახალხო მხატვრის საფლავის ქვა, რომელიც 40-იან წლებში დამზადდა, დაზიანებულია.