საზოგადოება
ბუნებრივ აირზე არსებული საგადასახადო ტარიფი 2020 წლამდე შენარჩუნდება

gazis_tarifiეს განცხადება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა დღეს, 23 მარტს, პარლამენტში საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა.

„ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანია „სოკართან“ გრძელვადიანი ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, რომლის საფუძველზეც, ბუნებრივი აირის ფასი 2020 წლამდე არ გაიზრდება და არსებული ტარიფი სტაბილურად შენარჩუნდება“, – განაცხადა ხეთაგურმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სამთავრობო დებატები გუშინ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მოხსენებით დაიწყო. გუშინვე დეპუტატებმა ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას მოუსმინეს, რის შემდეგაც დებატები გაიმართა.

მინისტრების კვირეული საკანონმდებლო ორგანოში 25 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.