საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. მადლობელი ვარ თანადგომისთვის, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ მას დღეს არ ექნება ქადაგება, არამედ ექნება შეგონება.
„მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოსა და ეკლესიას. ამაშია ძალა ქართველი ერისა.
გეძლევათ ლოცვა – კურთხევა, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი, მთელს საქართველოში ეს მოგცემთ თქვენ მადლსა და წყალობას. დალოცვილნი იყავით.
მადლობელი ვარ თანადგომისთვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმაც, მუსულმანებმა და სხვებმა. გაიხარეთ, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.