როგორც ,,ქართული აკადემიის” წევრები ნუკრი ქანთარია და თემურ ნანეიშვილი აცხადებენ, საზოგადოებაში ამ მომენტისათვის ხელისუფლების შეცვლის ორი გზა განიხილება – ნაწილი რევოლუციის გზას ქადაგებს, ნაწილს კი ხელისუფლების შეცვლის მართებულ გზად არჩევნები მიაჩნია.
,,ქართული აკადემიის” წევრები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ხელი არ უნდა შეეშალოს, რათა ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მკაფიოდ გამოიხატოს თავისი პოლიტიკური ნება - აპირებს თუ არა მოქალაქეებს დაუბრუნოს თავისუფალია რჩევანის უფლება.
,,მივიჩნევთ, რომ უნდა ამოიწუროს ,,რვიანის” ძალისხმევა - კონკრეტულ ვადაში მიაღწიოს მისაღებ საარჩევნო პირობებს. ასევე, ,,რვიანმა” უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში მას აქვს მოქმედების კონკრეტული მეთოდები ხელისუფლების შეცვლისათვის.”, - განაცხადა თემურ ნანეიშვილმა.
მისი თქმით, ,,ქართული აკადემია” საკუთარ პოზიციას იმის შესახებ, თუ რა ფორმით ჩაერთვება პროცესებში, სწორედ საარჩევნო მოლაპარაკებების ვადის ამოწურვის შემდეგ გაახმაურებს.