როგორც ცნობილია, პარლამენტში მინისტრების კვირეულის ფარგლებში დეპუტატების წინაშე თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი წარდგნენ.
გილაურმა მთელ რეგიონში საქართველოს უპირატესობის დასადასტურებლად აღნიშნა, რომ საქართველოში ინფლაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში 21,9%-ია, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 31%-ს შეადგენს, თურქეთში – 24%-ს, ხოლო სომხეთში – 23%-ს.
მოგვიანებით კი ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა კვირეულის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ეს მაჩვენებლები შეამცირა და აღნიშნა, რომ „ბოლო სამი წლის მონაცემებით, საქართველოში ინფლაცია 19 პროცენტია, ხოლო აზერბაიჯანში 29%“.
ეს 2%-იანი სხვაობა კი, ალბათ, თავისთავად ბადებს კითხვას – რომელი მათგანია უფრო კომპეტენტური და ინფორმირებული, ზოგადად, ეკონომიკურ და, განსაკუთრებით, ინფლაციის საკითხებში?!