საზოგადოება
ანაკლიის პორტს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს - გიორგი გახარია

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ კონსორციუმისა და პორტის პროექტის თემაზე კომენტარი გააკეთა. გიორგი გახარია აცხადებს, რომ ანაკლიის პორტს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

ანაკლია წარმოგვიდგენია, როგორც საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის დამადასტურებელი პროექტი“, – აცხადებს მთავრობის მეთაური.

ამ თემაზე შეკითხვა უწინ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელსაც დაუსვეს. დიპლომატი განმარტავს, რომ შეერთებული შტატები კონსორციუმის მხარდაჭერას განაგრძობს და იმედს გამოთქვამს, რომ პროექტი ამერიკული ინვესტიციებით განხორციელდება.