უცხოეთი
ერაყის ტელევიზიამ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინააღმდეგ ჩატარებული რეიდის კადრები გაავრცელა

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ერაყის ტელევიზიამ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინააღმდეგ ჩატარებული რეიდის ამსახველი კადრები გაავრცელა. როგორც მედია იუწყება, სპეცოპერაცია სირიაში, პროვინცია იდლიბში ჩაატარეს.

შეგახსენებთ, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია. აღნიშნულ საკითხზე დღეს სპეციალურ ბრიფინგს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამართავს.

ერაყული მედია ასევე ავრცელებს ცნობას, რომ ალ-ბაღდადის ადგილსამყოფელის დადგენაში აშშ-ს ერაყის დაზვერვა დაეხმარა.

1tv.ge