უცხოეთი
ზელენსკიმ დონბასში მოხალისეებს შეიარაღების გაყვანა მოსთხოვა, საპასუხოდ მას აფხაზეთის მაგალითი შეახსენეს

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დონბასში მოხალისეებს შეიარაღების გაყვანა მოსთხოვა, საპასუხოდ მას აფხაზეთის მაგალითი შეახსენეს. ინციდენტი ზოტოეს რაიონში მოხდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი უკვე მეორე დღეა, შეიარაღების გაყვანას ითხოვს. პროცესი ამ რაიონში 7 ოქტომბრიდან შეფერხებით მიმდინარეობს.

უკრაინული მედია ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს უკრაინის პრეზიდენტის საუბარი ერთ-ერთ უკრაინელ მოხალისესთან. ჩანაწერში ის აფრთხილებენ ზელენსკის, რომ შეიარაღების გაყვანის შემთხვევაში, მოსალოდნელია მსხვერპლი უკრაინული მხრიდან. საპასუხოდ ზელენსკი აცხადებს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ომის დასრულება სურთ.

მოხალისეები ასევე ეუბნებიან უკრაინის პრეზიდენტს, რომ ზავი, რომელზეც ზელენსკი საუბრობს, ფაქტობრივად რუსეთთან ფორმდება არა სეპარატისტულ დაჯგუფებებთან, რაზეც ზელენსკი პასუხობს, რომ მისთვის სულერთია, ვისთან გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება.

„ჩენ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები და შევაჩეროთ მკვლელობები, ხომ მართალია?“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოხალისემ, რომელიც „აზოვის“ ბატალიონში მსახურობს, ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც უკრაინის ლიდერს საქართველოს მაგალითი შეახსენა.

„საქართველომ გაიყვანა ჯარი, სამაგიეროდ რუსეთი მოტყუებით თავს დაესხა სოხუმს და 600 ათასი ქართველი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ არ გვსურს, რომ ეს უკრაინაში განმეორდეს“, – ამბობს უკრაინელი მოხალისე ჩანაწერში.

მინსკში მიღწეული ბოლო შეთანხმების მიხედვით, ზოლოტოესა და ბოგდანოვკა-პეროვსკის რაიონებში ჯარების დაშორიშორებამდე, მინიმუმ შვიდი დღის განმავლობაში, სროლა უნდა შეწყდეს. ამის მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

1tv.ge